ელჩე-ბარსელონა 0-2 | ფეხბურთელთა შეფასებები

ელჩე-ბარსელონა 0-2 | ფეხბურთელთა შეფასებები

"ელჩესა" და "ბარსელონას" შორის დაპირისპირება "ბლაუგრანას" გამარჯვებით,ანგარიშით 2-0 დასრულდა. გოლის ავტორები დე იონგი (39') და რიკი პუჩი (89') არიან. რიკი პუჩისთვის ეს გოლი სადებიუტო იყო. კატალონიელებმა მნიშვნელოვანი 3 ქულა მიითვალეს.

წარმოგიდგენთ ფეხბურთელთა შეფასებებს WhoScored-ის მიხედვით:

  • ტერ შტეგენი - 6.9
  • მინგესა - 7.0
  • არაუხო - 7.0
  • უმტიტი - 7.2
  • ალბა - 7.5
  • დე იონგი - 9.0
  • ბუსკეტსი - 7.3
  • პედრი - 7.7
  • დემბელე - 7.7
  • გრიზმანი - 7.0
  • ბრეითუეიტი - 6.7
  • პუჩი - 7.0
  • ტრინკაუ - 6.4

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 13 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #13 25 იანვარი 2021 14:58
    0
    დემბელე - 7.7 ???

    ციტატა: BlauGrana_DS
    მალე ფრენკი იფრენს, და დაწერს ბარსაში თავის ისტორიას.
    ანტუანეტა გრიზმანი ქალთა გუნდში გაუშვით, ეგება იქ რამე გამოუვიდეს.
    კუმან, შე ბრიყვო, ჯეკას გაშვება იქნებოდა? მაგრამ იდიოტი ხარ!

    კაი აზრია, იქნებ ცოტა გაავდეს, ისე თმაც ქალურადა აქვს. შეიძლება კაი მაკიაჟი თუ გაიკეთა ვერც იცნონ. ისე რომ გასახდელში ზეიმი ექნება ყოველდღე.
    გულშემატკივარი [?]
    #12 25 იანვარი 2021 11:04
    0
    ბილბაოსთანაც უმტიტი-არაუხოოო!!!
    ფანი [?]
    #11 25 იანვარი 2021 00:00
    0
    ფრენკი დღითიდღე უმატებს, ძალიან მიხარია მისი ასეთი მატჩები, ვფიქრობ კიდევ უკეთ შეუძლია თამაში და სულ მალე თავის მაქსიმუმსაც შემოგვთავაზებს მოედანზე❤️
    ფანი [?]
    #10 24 იანვარი 2021 22:10
    4
    მალე ფრენკი იფრენს, და დაწერს ბარსაში თავის ისტორიას.
    ანტუანეტა გრიზმანი ქალთა გუნდში გაუშვით, ეგება იქ რამე გამოუვიდეს.
    კუმან, შე ბრიყვო, ჯეკას გაშვება იქნებოდა? მაგრამ იდიოტი ხარ!
    ფანი [?]
    #9 24 იანვარი 2021 22:05
    1
    უმტიტი-არაუხო ძალიან კარგი დუეტია და იმედია შემდეგ თამაშებშიც დააყენებს კუმანი რო შეთამაშდნენ, თუ რა თქმა უნდა უმტიტიმ ტრავმა არ მიიღო. ლენგლეს დანახვა აღარ მინდა.
    Culé [?]
    #8 24 იანვარი 2021 21:58
    0
    შტეგენი 6.6 (2სეივი)
    მინგესა 6.8 (5 ორთაბრძოლაში შევიდა)
    არაუხო 7
    უმტიტი 7.2 (ყველაზე მეტი 109პასი მატჩი,106ზუსტი.2მოგებული საჰაერო ორთაბრძოლა)
    ალბა 7.4
    დეიონგი 9 (გოლი+ასისტი+3დრიბლინგი+4მოგებული დუელი)
    ბუსკეცი 7.2
    პედრი 7.5 (4 დრიბლინგი)
    დემბელე 7.8(5დრიბლინგი)
    გრიზმანი 6.5(3 დარტყმა კარისკენ)
    ბრაიტვაიტი 6.3(მასზე 5ჯერ დაჯარიმდნენ)
    პუჩი 7(გოლი)
    ტრინკაუ 6.5 (ყველაზე მეტი 2 კარში დარტყმა მატჩში)
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    სტაჟიორი [?]
    #7 24 იანვარი 2021 21:52
    5
    დღეს წავიკითხე ერთი სტსტია, ბარსას სიტუაცის გარჩევა იყო. რეალობას აღწერდა ავტორი. კომენტარებში კი ერთმა ვიღაცამ დაუწერა, რომ პრინციპში ეთანხმებოდა ავტორს, მაგრმ მიუთითა, რომ მარტო ნეგატივის დანახვა და ამაზე ლაპარაკი არ არის სწორიო, პოზიტივებიც უნდა დავინახოთ და ყველა სიტუაციაში კლუბთან ერთად უნდა ვიყოთ. ნამდვილად ვეთანხმები ამ კომენტარის ავტორს და დღევანდელ სიტუაციასაც ძლიან მინდა პოზიტიურად შევხედო.
    მე სკმაო სტაჟის ფანი ვარ და კიდევ დიდხნს ვიქნები, როგორც არ უნდა მოტრიალდეს სიტუაცია. მაგრამ არ შემიძლია არ ავღნიშნო, რომ ის კი არ მტკენს გულს, რომ ბარსაში პრობლემებია, ადრე-გვიან ეს უნდა მომხდარიყო, ყვლას და ყვლაფერს აქვს შავი და თეთრი პერიოდები, გულს მტკენს ის, რომ დრო მიდის და არაფერი კეთდება სიტუაციის გამოსასწორებლად. ქართულად რომ ვთქვათ, დღევანდელი თამაში იყო - უაზრო ფორთხიალი.....
    რა უნდა კუმანს, საერთოდ არ მემის, გარდა იმისა, რომ იძახის მოთამაშეები მიყიდეთ და სხვა თამაში იქნებაო. ამ დროს რიკი პუჩი გმოყავს 87 წუთზე და სამ წუთში ამ ბიჭმა გოლი რომ გაიტანა და კინაღამ კუთხურიდანაც შეაგდო, არც გაუღიმია, უკმაყოფილოდ თავი გააქნია.
    კარგი რა... კორნელიასთან, ელჩესთან და მისთნებთან ასეთი უღიმღამო თამაში, უბრალიდ სირცხვილია. მარამ რა არის სირცხვილი მან არ იცის.
    დიდი პოზიტივია ის, რომ ასეთი კარგი ახალგაზრდები არიან გუნდში. პუჩი, დე იონგი, პედრი, ფატი, არაუხო, მინგესა, დემბელესაც არ გამოვტოვებ. გუნდში არიან მესი, ალბა, ტერ შტეგენი, გრიზანიც ალბათ გაცოცხლდება და უმტიტიც დარწმუნებული ვარ ჩადგება ძველ ფირმაში... პიკე, ბუსკეტი და პიანიჩიც ჯერ არ მომკვდარან... მითხარით ერთი, ვის არ ყავს მითამაშეები? კუმანს?
    აი რომ ვერ ხედავს ამ გუნდს და თავისი უსუსურობით, რომ კლავს თამაშებს, ეს არის ნეგატივი. ერთიც იქნება გვეღირსება ნორმალური მწვრთნელი, და დააყენებს ამ ბიჭებისგან გუნდს. ძლიერ და მებრძოლ სულს ჩაბერავს და გუნდი დადგება ფეხზე. პუჩს დააბრალა, გუნდის საქმეები გარეთ გააქვსო, თვითონ კი დგას და საქვეყნოდ, ჟურნალუსტების წინ ლაფს ასხამს თავის ფეხბურთელებს.
    ასე უნდა ავტორიტეტის მოპოვება და გუნდის ფსიქოლიგიური დონის ამაღლება? არა ბატონო, არ არის ეს კაცი არაფრის მაქნისი და თუ პოზიტივი გვინდა, დროზე უნდა მოსრიალდეს კუმანი გუნდიდან და მიყვეს ის ბალასტი, რომელიც უდიდესი თანხის ფასად იყიდა სხვა დაუნებმა.
    გუნდს ფული არ აქვს და აწვება გარსია და დეპაი ეხლა მიყიდეთო, როცა ზაფხულში უფასოდ შეიძლება დამატება. თავისას არ ხარჯავს და იმიტომ.... ეგენი კარგები რომ იყვნენ, 5 მილიონი კი არ ეღირებოდნენ. ხვიჩა კვარაცხლია მეტი ღირს.
    ბევრი პოზიტივია გუნდში, მაგრმ ეს ერთი მუჭა უცოდინარი და უთავმოყვარეო ჯგუფი, მხოლოდ ნეგატივს ქმნის, იმის მაგივრად, რომ ღმერთს მადლობა უთხრან, ბარსელონაში რომ მოხვდნენ.
    Culé [?]
    #6 24 იანვარი 2021 21:23
    2
    დაახლოებით სწორია შეფასებები პუჩს 7..
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    გულშემატკივარი [?]
    #5 24 იანვარი 2021 21:21
    3
    უმტიტის რა კარგად ამოაქ ბურთი და პასებსაც ანაწილებს. არაუხო ნახევარდაცვაშივე აპრესინგებდა და უმტიტი დაზღვევაზე იყო. მინგესას თუ არ ჩავთვლით დღეს დაცვას ვერ დავუწუნებდით ვერაფერს. ფრენკი აჩვენებს რატომაა ბარსაში. ბუსკეცი არ გაუფუჭებჯა არაფერი და რამდენიმე მომენტში ტექნიკურობით გამოირჩა.პედრის ის თამაში არ ქონდა რასაც ვართ შეჩვეული, ორი პოტენციური ასისტი ქონდა გრიზმანზე მაგრამ ორივე შემთხვევაში ძლიერი გამოდგა გადაცემა. დემბელე საწყის წუთებში დრიბლინგებს ახორციელებდა და აქტიურობდა, მეორე ტაიმში აღარ ჩანდა და კი გავიდა. გრიზმანს მიუხედავად იმისა რომ ვერც გოლი და ასისტი გააკეთა არ იყო ცუდი, უარესი გრიზმანიც გვინახავს. ბრეითვეიტი იდო მოედანზე საერთოდ არ მახსოვს რამე თუ გააკეთა. ტრინკაო კარგად შემოვიდა უბრალოდ მეკარე მაშინ გახდა კატა. პუჩი კიდე ბოლო 3 წუთი ითამაშა და გოლი გაიტანა და ბოლოს კარგი კომბინაცია ქონდა ალბასთან ეგ მახსენდება და ეგ. .და ხო შტეგომ ერთხელ 100% გადაგვარჩინა სხვა არც მოუწია რამე. საერთო ჯამში უფრო გამოჩნდა რომ დავისვენეთ და ანგარიშს მივაგორებდით თამაშის ბოლომდე.
    Culé [?]
    #4 24 იანვარი 2021 21:16
    4
    აი ეს თამაში პირნათლად ნახევარდაცვამ და დაცვამ მოიგო. ერთი მომენტი ჩაუვარდა დაცვას ის სეივი რომ გააკეთა შტეგომ დალშე კაები იყვნენ. ბრაიტვეიტით ლოგიკურია რომ არაფრის იმედი არ უნდა გვქონდეს. ვნახოთ!!! დაბრუნდება ჩვენი იმედი ბიჭი და მესისთან ერთად იქნებ შეტევაც ისე მოიხოდოს როგორც ნახევარდაცვა.❤️
    Culé [?]
    #3 24 იანვარი 2021 21:15
    4
    ბიჭებო ფრენკი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელია მაგრამ უმტიტიც მინდა რომ გამოვყო.

    ძალიან კარგი თამაში ჩაატარა, მართალია ბევრი მომენტი ვერ შეგვიქმნეს, მაგრამ ბურთი რაკარგად ამოქონდა და იქაკეთებდა გადაცემას სადაც დიდი სივრცე იყო და იწყებდა შეტევას მერე ნახევარმცველი , ან რა ტექნიკააქ ტიპს, რავი ეგეთი ტექნიკური მცველი არმახსენდება ბევრი!
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 24 იანვარი 2021 21:15
    5
    აუ რა თამაშს ვერ ვუყურე
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #1 24 იანვარი 2021 21:14
    2
    პუჩიმ რომ სულ 6 წუთი გაატარა, იმის გამო 6?!
    მაგრამ ასეთ დროს შეფასების გარეშეს უწერენ და ამან ეგრევე წუთში 1 ქულა...
    ტრინკაომ ალბათ ჯერჯერობით საუკეთესო მატჩი ჩაატარა ბარსას მაისურით