ფრენკი დე იონგის დამაიმედებელი სტატისტიკა

ფრენკი დე იონგის დამაიმედებელი სტატისტიკა

მოგეხსენებათ, ამ წუთებში კატალონიის "ბარსელონა" ლა ლიგის ეგიდით "ელჩეს" უპირისპირდება და მეტოქეს ფრენკი დე იონგის გოლის წყალობით ამარცხებს.

OptaJose-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნიდერლანდელმა ნახევარმცველმა "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მაისურით, პრიმერა დივიზიონში, სეზონნახევარში იმაზე მეტი გოლი გაიტანა, ვიდრე "აიაქსის" რიგებში, ნიდერლანდების ჩემპიონატის 3 გათამაშების განმავლობაში.

წყაროს ცნობით, 23 წლის ფეხბურთელმა "ბლაუგრანაში" შიდა ჩემპიონატის მატჩებში უკვე მე-5 ბურთი შეაგდო, ხოლო ამსტერდამში ყოფნიასას, ერედივიზიონის მასშტაბით, - 4.

შენიშვნა: ზოგი წყარო ფრენკი დე იონგს ნიდერლანდების ჩემპიონატში 5 გოლს უთვლის. საეჭვოდაა მიჩნეული ფრენკის მიერ 2018 წლის ოქტომბერში "ფეიენორდის" კარში გატანილი გოლი.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #8 25 იანვარი 2021 11:07
    0
    ჰოდა ეს რკინის ნერვების მქონე ქერა და ცისფერთვალება ბიჭი ჩვენს გუნდში თამაშობს საბედნიეროდ.
    Culé [?]
    #7 24 იანვარი 2021 21:14
    2
    ცალსახად საღოლ ამ საქმეში კუმანს, ისეთი თამაშის ალღო ააღებინა ფრენკის, მასზე დაყრდნობა რომ არ შეგეშინდება კაცს...
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 24 იანვარი 2021 21:12
    2
    ოქრო ხარ ფრენკი ❤️❤️
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    [?]
    #5 24 იანვარი 2021 21:07
    2
    ჩავის და ინის არ ვიცი მარა ბბუსის და დეკოს დონეს დადებს.მთავარია კარგი გუნდი ყავდეს, სწორი მწვრთნელი რომელიც იცნობს და უდიდეს ფეხბურთს ითამაშებს. რა დრიბლინგი გამოიმუშავა კუმანთან ნახევარწლიანი მუშაობით. სეტიენიც უშვებდა შეტევაში მარა იქ რა უნდა ექნა არ იცოდა. პუჩი კიდე კუმანს ჩაახტა
    გვარდიოლა-სავიოლა
    სტუმარი [?]
    #4 24 იანვარი 2021 21:07
    3
    ამან აშკარად მოუმატა მაგრამ კიდე ბევრი აქ სამუშაო, მეტი სეუძლია
    Culé [?]
    #3 24 იანვარი 2021 21:07
    1
    მფრინავი ჰოლანდიელი❤️ ძაან მოუმატა და ძაან საიმედოა უკვე ყველგან დაცვაშიც და შეტევაშიც.
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"
    ფანი [?]
    #2 24 იანვარი 2021 20:57
    3
    საოცრებაა ფრენკი, კიდევ კარგი თავისდროზე ეს ვიყიდეთ და არა რაბიო🙂 ბართომეუმ ეს ბიჭი მაინც იყიდა კიდევ კარგი
    Culé [?]
    #1 24 იანვარი 2021 20:28
    4
    დე იონგი პედრი პუჩი მაგარი ტრიო გვეყოლება.💜❤
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    "ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    " ხარისხი შედეგის გარეშე უსარგებლოა. შედეგი ხარისხის გარეშე მოსაწყენი. "