ელჩე-ბარსელონა: ძირითადი შემადგენლობა ცნობილია

ელჩე-ბარსელონა: ძირითადი შემადგენლობა ცნობილია

ლა ლიგის მე-20 ტურში, "ელჩესთან" გასამართი მატჩისთვის, "ბარსელონა" გუნდის ძირითად შემადგენლობას აქვეყნებს.

"კორნელიასთან" გუნდის გადახალისების შემდეგ, სასტარტო თერთმეტეულს მარკ-ანდრე ტერ შტეგენი, ფრენკი დე იონგი, პედრი, ჟორდი ალბა, უსმან დემბელე და სერხიო ბუსკეტსი დაუბრუნდნენ.

დაცვის ცენტრში, რონალდ არაუხოს სამუელ უმტიტი შეუწყვილდება.

მცირე ტრავმის გამო, სასტარტოში არ არის სერჟინიო დესტი. მის ნაცვლად, რონალდ კუმანმა დაცვის მარჯვენა ფლანგი, კვლავ, ოსკარ მინგესას ანდო.

"მანუელ მარტინეს ვალეროზე" შეხვედრა სტარტს, თბილისის დროით 19 საათსა და 15 წუთზე აიღებს.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #6 24 იანვარი 2021 19:29
    0
    ძაან კაი შემადგენლობაა ოღონდ გრიზმანი და დემბელე დროინად დაასვენოს.
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"
    ფანი [?]
    #5 24 იანვარი 2021 19:00
    0
    კარგი სასტარტოა მაგრამ შეტევაში გრიზმანს დავაყენებდი ცენტრში და ფლანგზე დელაფუენტეს
    ფანი [?]
    #4 24 იანვარი 2021 18:37
    0
    ციტატა: iniesta
    ციტატა: Always cule
    უმტიტი დააყენა ძლივს, თუ შევიდა ფორმაში ეგ და არაუხო შეეთამაშოს და მგონია რო მაგარი დუეტი იქნება

    ნამდვილად უმტიტი ფორმის პიკში ერთ ერთი საუკეთესო იყო და დღეს,შეიძლება ადრეა ამის თქმა,მაგრამ,ამ სეზონში არაუხო ერთ ერთი საუკეთესო მცველია პირადად ჩემთვის

    ამ სეზონში მართლა მაგარ ფორმაშია არაუხო(ნუ წინაშიც, ბევრი არ უთამაშია, მაგრამ რაც ითამაშა მაღალ დონეზე იყო) უბრალოდ წარმოიდგინე არაუხო რო არ გვყავდეს ჩვენი ცენტარლური დაცვის დუეტი როგორი იქნებოდა, მინგესა-ლენგლე სავარაუდოდ, წარმოდგენაც არ მინდა
    Culé [?]
    #3 24 იანვარი 2021 18:21
    1
    როგორც იქნა უმტიტი დააყენა და კარგი დუეტი იქნება მგონი უმტიტიც რომ მოიხოდოს. უმტიტი არაუხო. ლენგლეს სკამიდან არ ააყენებს.
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    "ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    " ხარისხი შედეგის გარეშე უსარგებლოა. შედეგი ხარისხის გარეშე მოსაწყენი. "
    გულშემატკივარი [?]
    #2 24 იანვარი 2021 18:09
    4
    ციტატა: Always cule
    უმტიტი დააყენა ძლივს, თუ შევიდა ფორმაში ეგ და არაუხო შეეთამაშოს და მგონია რო მაგარი დუეტი იქნება

    ნამდვილად უმტიტი ფორმის პიკში ერთ ერთი საუკეთესო იყო და დღეს,შეიძლება ადრეა ამის თქმა,მაგრამ,ამ სეზონში არაუხო ერთ ერთი საუკეთესო მცველია პირადად ჩემთვის
    ფანი [?]
    #1 24 იანვარი 2021 18:04
    2
    უმტიტი დააყენა ძლივს, თუ შევიდა ფორმაში ეგ და არაუხო შეათამაშოს და მგონია რო მაგარი დუეტი იქნება