ყოფილი აგენტი: ტოდიბოს თავი ფენომენი ეგონა

ყოფილი აგენტი: ტოდიბოს თავი ფენომენი ეგონა

21 წლის ფრანგი ცენტრალური მცველის, ჟან-კლერ ტოდიბოს, ყოფილი აგენტი, ბრუნო სატინი, ახალგაზრდა ფეხბურთელზე საუბრობს.

სატინის თქმით, ტოდიბოს წარუმატებლობის მიზეზს მისი რთული ხასიათი წარმოადგენს.

მე მოხარული ვარ იმ სამუშაოთი, რომელიც მისი "ბარსელონაში" ტრანსფერისას შევასრულე, თუმცა ახლა მის ინტერესებს აღარ ვიცავ.

მას რთული ხასიათი აქვს, აბიდალის რჩევებს არასდროს ითვალისწინებდა. კლუბს მისი რწმენა ჰქონდა, თუმცა ტოდიბოს უკვე ეგონა, რომ ფენომენი იყო. ლა ლიგაში მისი კარიერა ასე სწორედ ამიტომ წარიმართა.

გავრცელებული ინფორმაციით, ტოდიბოს იჯარით აყვანას რომის "ლაციო" გეგმავს.

შესანიშნავი ტალანტი აქვს, თუმცა თავდაჭერილობა აკლია. "ლაციოს" ნაცვლად, ახლა მისთვის საუკეთესო რომელიმე წყნარ კლუბში გადასვლა იქნებოდა, სადაც სტაბილური სათამაშო პრაქტიკა და შეცდომების დაშვების უფლება ექნება. მან ყველაფერი თავიდან უნდა დაიწყოს.

- ამბობს ფრანგის ყოფილი აგენტი Calciotoday-სთან ინტერვიუში.

ტოდიბო "ბარსელონას" 2019 წლის იანვარში შეუერთდა, თუმცა ძირითად შემადგენლობაში ადგილი ვერ დაიმკვიდრა და კლუბმა იგი იჯარით ჯერ "შალკეში", შემდეგ კი "ბენფიკაში" გაუშვა.


  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #6 24 იანვარი 2021 18:57
    0
    ვფიქრობ გარსიას მაინც ჯობია, და თუ ფული არ აქვთ ეს დააბრუნონ კლუბში, თან ამდენი ტრამვიანიბაა და გვჭირდება კიდევ ერთი მცველი აუცილებლად
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 24 იანვარი 2021 18:56
    0
    CHEPE,
    ჰო, იერი მინას სტილის, თუმცა იერი მინა მაინც უფრო დონეა, როგორც უკვე აღნიშნე
    მინა რასაც შეცდომას დაუშვებს, წავა და თავი/ფეხი/მუხლი და ნებისმიერ სიტუაციაში მის გამოსწორებას მაინც ეცდება
    მახსოვს მისი თამაში მუნდიალზე და კოლუმბია ფლეი/ოფში ფაქტიურად მაგან გაიყვანა, ინგლისსაც არ დააკლო და რომ არა ის პენალტების სერია, ოთხეულშიც ჰქონდათ შანსები
    Culé [?]
    #4 24 იანვარი 2021 17:27
    1
    ლენგლეს მიანც მირჩევნია
    Culé [?]
    #3 24 იანვარი 2021 16:27
    0
    ამას ტანი და ფიზიკა კაი აქ. ვერ იყენებს უბრალოდ თორე კარგად რომ განვითარდეს არაუხო ტოდიბო მაგარი დუეტი იქნება..
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    "ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    " ხარისხი შედეგის გარეშე უსარგებლოა. შედეგი ხარისხის გარეშე მოსაწყენი. "
    Culé [?]
    #2 24 იანვარი 2021 16:23
    0
    ბუნდესლიგაში რომ ჩვარივით გათრევენ მანდ მთავრდება ამის ტალანტზე საუბარი. პორტუგალიაშიც კი ზამენების ზამენაა და ბარსაში რა უნდა ქნას. ამის მსგავსი გაბარიტების არაუხო გვყავს, რომელიც აბსოლუტურად ყველაფერში ჯობია. ახლა ერთი მოძრავი და სწრაფი ცენტრალური მცველია მოსაძებნი არაუხოს რომ შეუწყვილდეს. უმტიტი კი გვყავს ეგეთი მარა სულ ტრავმა აქვს და ვერ ენდობი. გარსიამ შეიძლება გაამართლოს. მაინც უფასოდ მოდის და ცდად ღირს. თუარადა სათადარიგოსთვის ან გასაყიდად ყოველთვის ივარგებს.
    Culé [?]
    #1 24 იანვარი 2021 16:20
    1
    საინტერესო ამბავია. ისე ჩვენთან როცა იყო მაშინ ვერაფერი შევატყე ამას გადარეულობის და თავდაუჭერლობის.
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"