"ბარსელონას" ფეხბურთელი, რომელიც 7 ენაზე საუბრობს

"ბარსელონას" ფეხბურთელი, რომელიც 7 ენაზე საუბრობს

თანამედროვე სამყაროში ორი ან სამი ენა ბევრმა ადამიანმა იცის. არცთუ ცოტაა ისეთი, ვინც 4 ენას ფლობს. უფრო ნაკლები 5 ენაზე ლაპარაკობს. აი "ბარსელონას" ბოსნიელი ნახევარმცველი მირალემ პიანიჩი კი 7 ენაზე საუბრობს.

არსებობენ ფეხბურთელები, რომლებსაც ძალიან ბევრ გუნდში აქვთ ნათამაშები, მაგრამ 7 ენა მათთვისაც კი ბევრია. პიანიჩის შემთხვევაში ბევრი ენის ათვისება შესაძლებელი ჯერ კიდევ ბავშვობის წლებში გახდა.

მირალემი წარმოშობით ბოსნიიდანაა. 1990 წელს დაბადებულმა მომავალმა ფეხბურთელმა მშობლიური ენა ისწავლა, 2 წლის შემდეგ დაწყებული ბოსნიის ომის გამო კი მისი ოჯახი იძულებული გახდა საცხოვრებლად ლუქსემბურგში გადასულიყო. ლუქსემბურგში სკოლებში სწავლა სამ ენაზე მიმდინარეობს - ლუქსემბურგულად, გერმანულად და ფრანგულად. ასევე სავალდებულო საგანია ინგლისური ენის შესწავლა. ასე დაეუფლა მირალემ პიანიჩი ჯერ კიდევ სკოლის ასაკში 4 უცხო ენას. მათ შორისაა ლუქსემბურგული, ენა, რომელზეც მხოლოდ 600 ათასი ადამიანი ლაპარაკობს.

2004-2011 წლებში "მეცსა" და "ლიონში" თამაშის დროს მირალემმა ფრანგული ენა დახვეწა, 2011 წელს კი იტალიაში გადავიდა, სადაც 9 წელი თამაშობდა. ასე ისწავლა მან კიდევ ერთი, რიგით მეექვსე ენა - იტალიური.

2020 წლის გაზაფხულიდან მირალემ პიანიჩი "ბარსელონაში" თამაშობს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ 30 წლის შუახაზელმა რაღაც დონეზე უკვე ესპანურიც იცის.

იქნებ კატალონიურიც შეისწავლოს. სადაც 7, იქაც 8.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 9 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 24 იანვარი 2021 19:26
    0
    მთავარია ფეხბურთის ენაზე საუბარი ისწავლოს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 24 იანვარი 2021 18:44
    0
    7 გოლი გაიტანე წელს სეზონში და მადლობელი ვიქნები smile
    Culé [?]
    #7 24 იანვარი 2021 15:40
    0
    ციტატა: Gia grigalavas ფან-კლუბი
    დემბელე ჯერ იმიტომ არის არაპროფესიონალი რომ, ამდენი ხანი ჯერ გერმანიაში (დორტმუნდში) და მერე ესპანეთში (ბარსელონაში) თამაშობს და არცე ესპანური იცის და არც გერმანული. ენის სწავლაც კი ეზარება და მემგონი საერთოდ მოყვარულის დონეზეა ეგ ჯერ ფეხბურთში.

    კანეშნა, ცვეტში განუვითარებელია, აფრო აბორიგენული ტომების დონეზეა ყველანაირი კულტურითა და განათლებით როჟა 21 საუკუნეში :)) "მეტი ვიდრე კლუბი"_ო და აავსეს ბარსელონა იმბეცილებით..
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 24 იანვარი 2021 15:00
    0
    პოლიგლოტი ყოფილა, კარგია, თუმცა მესიმ მხოლოდ ესპანური რომ იცის და ცოტა იტალიური, ამითი არაფერი დაშავებია კლუბს
    ფანი [?]
    #5 24 იანვარი 2021 14:47
    0
    საოცარია მაგრამ ბარსელონას რა სარგებელი მერე მაგით, ისე იმ დღეს ცუდად არ გამოიყურებოდა ცენტრში, იმედია დღეს სასტარტოში ვიხილავთ, აბა ტყუილად ხოარ მოიყვანეს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 24 იანვარი 2021 12:51
    1
    რა იყო პოლიგლოტი ხარ შე შობელძაღლო? 😂
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #3 24 იანვარი 2021 12:47
    11
    როჟა მე2 კლასში პოლიგლოტი ყოფილა და დემბელემ 23 წლის ასაკში არ იცის მემარჯვენეა თუ მემარცხენე :D მარა პიანიჩს მაინც უნდა აუხსნას ვინმემ რო ბარსელონაში ფეხბურთის სათამაშოდ ჩამოვიდა და არა ესპანურ კატალანურ ბასკურ ენებზე სამეცნიეროდ :))
    Culé [?]
    #2 24 იანვარი 2021 11:50
    4
    ენები კიარა რაზვალი გაისწოროს და პენალტის შესრულება თუ იცოდა ის გაიხსენოს😡😠 ბურთის გორაობა არტურსაც შეეძლო და შენზე ახალგაზრდაც იყო!! რაც ქონდა მოსვლამდე ღირებული იმას ვერ აკეთებს.
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"
    Culé [?]
    #1 24 იანვარი 2021 11:30
    1
    უნივერსალი ყოფილა. 😁😁 ამდენი ენის სწავლა მართლა არაა მარტივი! ყოჩაღ მირალემ..
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    "ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    " ხარისხი შედეგის გარეშე უსარგებლოა. შედეგი ხარისხის გარეშე მოსაწყენი. "