გასპარი სეტიენის კომპენსაციაზე: "ბარსას" გადაწყვეტილებას პატივს ვცემ, მაგრამ...
- 23-01-2021, 20:51
-
DaviD_ViLLa_7
- 10

"ბარსელონას" ექსპრეზიდენტმა ჟოან გასპარმა გუნდის ყოფილი მთავარი მწვრთნელისთვის, კიკე სეტიენისთვის კომპენსაციის არგადახდის გამო კატალონიური კლუბი გააკრიტიკა.
"ბარსას" არ სურს სეტიენს მწვრთნელის პოსტიდან ნაადრევი გათავისუფლებისთვის კომპენსაცია გადაუხადოს, რადგან კატალონიელები მიიჩნევენ, რომ მან მოლოდინები ვერ გაამართლა. გავრცელებული ინფორმაციით, კლუბი და 62 წლის სპეციალისტი საქმეს სასამართლოში გაარკვევენ.
როდესაც არაგონესმა მწვრთნელის პოსტი დატოვა (1988 წელი), იყო კომპენსაციის გარკვეული ნაწილი, რომლის გადახდაც კლუბს არ სურდა, ლუისს კი ამის მიღების უფლება ჰქონდა.
შეგიძლიათ გამოიცნოთ, ვინ გადაიხადა ეს თანხა საკუთარი ჯიბიდან? ეს მე გავაკეთე იმ ურთიერთობის გამო, რომელიც არაგონესთან "ბარსელონაში" ყოფნის დროს მქონდა. მივიჩნევდი, რომ ის მართალი იყო. ლუისს სხვაობა ჩემი ჯიბიდან ავუნაზღაურე და მის გარდაცვალებამდე კარგ მეგობრებად დავრჩით.
"ბარსას" გადაწყვეტილებას სეტიენთან დაკავშირებით პატივს ვცემ, მაგრამ ამას არ ვეთანხმები, რადგან მომწონს, როდესაც ადამიანები კლუბს ყოველგვარი ბრალდების გარეშე ტოვებენ.
- ციტირებს გასპარის სიტყვებს Marca.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]