ზედიზედ 8 მატჩი გასვლაზე - "ბარსას" 2021 წელს "კამპ ნოუზე" არ უთამაშია
- 23-01-2021, 19:04
-
DaviD_ViLLa_7
- 7

სადაცაა იანვარი გავა, "ბარსელონას" კი 2021 წელს "კამპ ნოუზე" ჯერ კიდევ არ უთამაშია. რონალდ კუმანის გუნდი სახლში 31 იანვრამდე არც ითამაშებს.
"ბლაუგრანას", ამჟამად, გასვლაზე ზედიზედ 8 თამაშის ჩატარება მოუწევს, რაც ერთგვარი ახალი რეკორდიცაა. კატალონიელები სტუმრად უკვე დაუპირისპირდნენ "უესკას" (ლა ლიგა), "ბილბაოს" (ლა ლიგა), "გრანადას" (ლა ლიგა), "სოსიედადს" (ესპანეთის სუპერ თასის 1/2-ფინალი, კორდობა), "ბილბაოსა" (ესპანეთის სუპერ თასის ფინალი, სევილია) და "კორნელიას" (ესპანეთის თასი). "ბარსა" კიდევ 2 გასვლით შეხვედრას გამართავს "ელჩესთან" (ლა ლიგა) და "რაიო ვალეკანოსთან" (ესპანეთის თასი). გამოდის, რომ "ლურჯ-ბროწეულისფერებს" მშობლიურ სტადიონზე ფეხი ზედიზედ 6 თამაშია არ დაუდგამთ და ამას ვერც მომდევნო 2 მატჩში გააკეთებენ.
როგორც უკვე მოგახსენეთ, 8-მატჩიანი გასვლა "ბლაუგრანას" ახალი რეკორდია. "ბარსელონას" ისტორიაში აქამდე სტუმრად ზედიზედ მაქსიმუმ 4 თამაში გაუმართავს. ასეთი რამ მხოლოდ 2-ჯერ მოხდა - პირველად 2014 წელს, მეორედ კი 2019 წელს:
2014 წელი
- 11 იანვარი: ატლეტიკო-ბარსელონა 0-0 (ლა ლიგა)
- 16 იანვარი: ხეტაფე-ბარსელონა 0-2 (ესპანეთის თასი)
- 19 აინვარი: ლევანტე-ბარსელონა 1-1 (ლა ლიგა)
- 22 იანვარი: ლევანტე-ბარსელონა 1-4 (ესპანეთის თასი)
2019 წელი
- 19 თებერვალი: ლიონი-ბარსელონა 0-0 (ჩემპიონთა ლგა)
- 23 თებერვალი: სევილია-ბარსელონა 2-4 (ლა ლიგა)
- 27 თებერვალი: რეალი-ბარსელონა 0-3 (ესპანეთის თასი)
- 2 მარტი: რეალი-ბარსელონა 0-1 (ლა ლიგა)
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]