"ბარსას" საპრეზიდენტო კანდიდატებს აგუერო და ალაბა შესთავაზეს - MD

"ბარსას" საპრეზიდენტო კანდიდატებს აგუერო და ალაბა შესთავაზეს - MD

"მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელის, სერხიო აგუეროსა და "ბაიერნის" უნივერსალის, დავიდ ალაბას აგენტებმა თავიანთი კლიენტების მომსახურება "ბარსელონას" საპრეზიდენტო კანდიდატებს, კერძოდ, ჟოან ლაპორტას, ვიქტორ ფონტსა და ტონი ფრეიშას შესთავაზეს. ამ ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს.

ცნობილია, რომ ორივე ფეხბურთელი მომდევნო ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდება. ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციით, აგუერო "სიტისთან" კონტრაქტის გახანგრძლივებას არ გეგმავს და ახალ კლუბს ეძებს.

Mundo Deportivo-ს ცნობით, "ბლაუგრანაში" მიიჩნევენ, რომ 32 წლის შემტევი, მისი მაღალი სათამაშო დონის გათვალისწინებით, გარკვეული დროის განმავლობაში გუნდისთვის სარგებლის მომტანი იქნება. ასევე საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ არგენტინელი "ბარსას" უფასოდ შეუერთდება. ამასთანავე, აგუერო კატალონიელთა ლიდერის, ლიონელ მესის ახლო მეგობარია.

ივარაუდება, რომ, როდესაც ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდება, "ბარსელონამ", შესაძლოა, "ინტერის" თავდამსხმელი ლაუტარო მარტინესი ან "დორტმუნდის" შემტევი ერლინგ ჰოლანდი დაიმატოს.

რაც შეეხება დავიდ ალაბას, მასთან მიმართებით "ბლაუგრანას", შეიძლება ითქვას, სხვა კლუბებთან შედარებით უპირატესობა აქვს. 28 წლის ფეხბურთელის აგენტს, პინი ზაჰავის, კარგი ურთიერთობა აქვს ჟოან ლაპორტასთან, რომელიც "ბარსას" მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში ფავორიტად მიიჩნევა. თუმცა, კლუბში მიიჩნევენ, რომ ავსტრიელი მოთამაშის ტრანსფერში პრობლემა მისი მაღალი ფინანსური მოთხოვნებია.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 11 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #11 24 იანვარი 2021 03:25
    0
    უფასოა, მაგრამ მადა კაი აქვთ.
    Culé [?]
    #10 23 იანვარი 2021 23:26
    0
    ხუან ბერნატი თუ იქნება თანახმა ჩვენთან მოსვლაზე ალაბა დაიკიდონ. მაგას ხელფასი აინტერესებს და არა სათამაშო ხარისხი, ბერნატი მაგდენს ნაღდად არ მოითხოვს. მაგის უნივერსალობაც არ გაიშვას კიდე. მარჯვენა მცველი და ვინმე კაი ცენტრალური მცველი გვჭირდება. აგუეროს ტრანსფერს მე მივესალმები. ჯერ ჰალანდის ყიდვის თავი თუ არ ექნებათ ეგ მესი და გრიზმანიც არ იქნება არავისზე ნაკლები ტრიო.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 23 იანვარი 2021 22:36
    0
    ციტატა: Griezzy7
    აგუერო არ გვინდა ალაბა გვჭირდება ძალიან.

    ალაბა. გარსია. ვეინალდუმი. დეპაი - ესენი უფასოდ

    უპამეკანო და აუარი - ამათში მოგვიწევს ფულის აგდახდა მარა უეჭველი უნდა მოიყვანონ ორივე

    ალაბა თუ მოიყვანეს რაღათ გვინდა უპამეკანო ჯობია მარცხენა მცველი მოიყვანონ
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #8 23 იანვარი 2021 22:05
    0
    აგუერო არ გვინდა ალაბა გვჭირდება ძალიან.

    ალაბა. გარსია. ვეინალდუმი. დეპაი - ესენი უფასოდ

    უპამეკანო და აუარი - ამათში მოგვიწევს ფულის აგდახდა მარა უეჭველი უნდა მოიყვანონ ორივე
    ფანი [?]
    #7 23 იანვარი 2021 20:31
    0
    ალაბა ძალიან მაგარი იქნება მაგრამ ხელფასსაც გააჩნია, აგუერო კი რატომღაც არამგონია რომ მოიყვანონ, 32 წლის აგუეროს მოყვანას დეპაი მოიყვანონ
    გულშემატკივარი [?]
    #6 23 იანვარი 2021 19:48
    1
    რა მარტინესი!!!! არააააააააააა, არ გვინდა მარტინესიიიიიი! როდესაც ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდება, ლაუტარო კი არა ჰოლანდი ჯობია დაიმატოს. აგუერო ცუდი არ იქნება, პირიქით კუნი და ლეო, ამ სიბერეში ერთად უფრო მაგრა გააჯაზებენ. ალაბა ბაზარი არაა უნდა მოვიყვანოთ.
    წევრი [?]
    #5 23 იანვარი 2021 19:10
    0
    ორივე მოსაყვანია სასწრაფოდ,ბავარია ესე აწყობდა გუნდს რამდენიმე წელი და ბოლოს დედსმსერავი გუნდი შეკვრეს,უბრალოდ ისაა დასაფიქრებელი ალაბას ხელფასს როგორ გადავიტანთ,რაც შეეხება ქუნს,ბრაიტას ბოდიალს აგუეროს ყურება მირჩევნია
    ფანი [?]
    #4 23 იანვარი 2021 19:04
    4
    ჰოლანდი მოიყვანეთ ბიჭო რაის აგურეო ან ბებერი თუ გინდოდათ ვინმე სუა რაღას გაუშვეს?
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 23 იანვარი 2021 18:55
    0
    მოიყვანეთ ორივე
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #2 23 იანვარი 2021 18:41
    3
    არ გვინდა აგუერი უკვე ბერია ან სუა არ გაგვეშვა უნდა. ალაბა დიდ ხელფასს ითხოვს თორე კაია. ლაუტაროს მოყვანას კი ჰალანდი მოიყვანონ მგელია ტიპი..
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    წევრი [?]
    #1 23 იანვარი 2021 18:16
    0
    ბართომეუ რო ყოფილიყო ჰალანდს და ლაუტაროს შორის უყოყმანოდ აარჩევდა ლაუტაროს და კლუბს კიდევ ერთი ექსპონანტი შეემატებოდა. ეჰ რა კაცი გავუშვით