უილშირი ჩემპიონთა ლიგის მატჩს იხსენებს: ის ღამე ყველამ ჩემს ჯიბეში გაატარა
- 23-01-2021, 18:00
-
AnriCule
- 22

Q&A (კითხვა-პასუხის) სესიაზე "არსენალის" ყოფილმა ნახევარმცველმა ჯეკ უილშირმა 2010/11 წლის სეზონის ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური შეხვედრა გაიხსენა, როდესაც "არსენალმა" "ბარსელონას" საკუთარ მოედნზე 2-1 სძლია. ჟურნალისტის შეკითხვა მდგომარეობდა იმაში, ისწავლა თუ არა რამე მან ამ მატჩში "ბარსელონას" ნახევარმცველებისგან (ჩავი, ინიესტა, ბუსკეტსი).
მათგან ბევრს ვერაფერს ისწავლი, ის ღამე ყველამ ჩემს ჯიბეში გაატარა
- პასუხობს ინგლისელი ნახევარმცველი.
მიუხედავად იმისა, რომ "არსენალთან" გასვლით შეხვედრაში "ბარსელონა" ანგარიშით 2-1 დამარცხდა, კატალონიურმა კლუბმა სამაგიეროს გადახდა შემდგომ მატჩში შეძლო (3-1) და მერვედფინალური ეტაპი გადალახა. სწორედ ამ წელს, "ბარსელონამ" მე-4-ჯერ შეძლო ჩემპიონთა ლიგის თასის მოპოვება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2
კომენტარები [ 22 ]