2020 წელს გაფლანგული 20 მილიონი
- 23-01-2021, 11:15
-
Writer
- 12

"ბარსელონას" გაძლიერება იანვარშივე ჭირდება, რონალდ კუმანი ერიკ გარსიასა და მემფის დეპაის ითხოვს, მაგრამ კატალონიურ გუნდს 5 მილიონიანი ტრანსფერის საშუალებაც კი არ აქვს. არადა, "ბლაუგრანა" მსოფლიოში ყველაზე მაღალშემოსავლიანი როგორც სპორტული, ასევე საფეხბურთო კლუბია.
"ბარსელონა" რეკორდსმენია როგორც შემოსავლებში, ასევე ხარჯებში. ზოგი ხარჯი გამართლებულია, ზოგი კი...
Cadena Ser-მა დათვალა, რამდენი დაუჯდა "ბარსელონას" 2020 წელს მწვრთნელების ცვლილებები.
2020 წლის იანვარში ერნესტო ვალვერდეს გათავისუფლებისთვის "ბარსელონამ" კომპენსაციის სახით 11 მილიონი ევრო გადაიხადა. აგვისტოში "ბლაუგრანამ" ნიდერლანდების ფეხბურთის ფედერაციას რონალდ კუმანის გამოსყიდვაში 5 მილიონი ევრო გადაუხადა. კუმანის წინამორბედი კიკე სეტიენი კლუბს 4 მილიონ ევროს ედავება და დიდი ალბათობით, ამ დავას მოიგებს.
გამოდის, რომ 2020 წელს "ბარსელონამ" მწვრთნელებში 20 მილიონი ევრო გადაიხადა და ამ თანხაში არ შედის მათი ხელფასები - მხოლოდ კომპენსაცია.
ერთი წლის წინ გუნდიდან ვალვერდეს არგაშვების შემთხვევაში "ბარსელონაში" შიდა ატმოსფერო უკეთესი იქნებოდა, ფინანსური მდგომარეობა უფრო მდგრადი, შედეგები კი იმაზე ცუდი ვერანაირად, რაც გასული ერთი წლის განმავლობაში გვქონდა. დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ვალვერდეს გუნდი "ბაიერნთან" 2-9 არ წააგებდა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 12 ]