სერჟინიო დესტმა ვარჯიში გამოტოვა
- 22-01-2021, 21:31
-
kraken
- 10

ნიდერლანდელი განაპირა მცველის "ელჩესთან" თამაში კუნთის მცირე დისკომფორტის გამო საეჭვოა.
სერჟინიოს ეს პრობლემა "გრანადასთან" შეხვედრის შემდეგ დაეწყო. რონალდ კუმანმა ის სუპერ თასის ფინალში, "ბილბაოს" წინააღმდეგ მაინც ათამაშა, თუმცა დესტმა მეორე ტაიმში გაგრძელება ვერ შეძლო.
AS-ის ინფორმაციით, "ბარსელონას" თავკაცს ოსკარ მინგესას მარჯვენა მცველის პოზიციაზე გადაწევა ისევ მოუწევს.
დესტის ტრავმა მნიშვნელოვან დაზიანებად არ კვალიფიცირდება, მაგრამ უცნობია, თუ როდის შეძლებს 2 ნომერი სრულფასოვნად დაბრუნებას.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]