ცრუ განგაში - "ბარსელონაში" კორონავირუსი არ დადასტურდა
- 22-01-2021, 19:59
-
Writer
- 9

Sport-ის მიერ ცოტა ხნის წინ ატეხილი განგარში ცრუ აღმოჩნდა - "ბარსელონაში" კორონავირუსის შემთხვევა არ დადასტურდა.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ "კორნელიას" ერთ-ერთ ფეხბურთელს, რომელმაც გუშინ "ბარსელონას" წინააღმდეგ ითამაშა, კორონავირუსი დაუდასტურდა.
Sport-ისა და Mundo Deportivo-ს ცნობით, დღესვე "ბარსელონას" პირველი გუნდის წევრებს ანტიგენის ტესტები ჩაუტარდათ და პასუხები უკვე ცნობილია - კორონავირუსი არცერთ მათგანს არ დაუდასტურდა.
ამჟამად არსებული ინფორმაციით, 24 იანვარს "ელჩესა" და "ბარსელონას" შორსი გასამართ შეხვედრას საფრთხე არ ემუქრება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]