ოფიციალურად: მესი "ელჩესთან" არ ითამაშებს
"ბარსელონამ" ოფიციალურად დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლიონელ მესი ლა ლიგის მომდევნო ტურში ვერ ითამაშებს.
ესპანეთის სუპერ თასის ფინალში "ბილბაოსთან" გამართული შეხვედრის მიწურულს მესიმ წითელი ბარათი მიიღო, რის გამოც არგენტინელი 2 მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა.
ერთი თამაში მესიმ გუშინ, "კორნელიასთან" ესპანეთის თასის შეხვედრის გამოტოვებით მოიხადა. ამასობაში "ბარსამ" დისკვალიფიკაცია გაასაჩივრა და კატალონიელებს იმედი ჰქონდათ, რომ სასჯელი შემსუბუქდებოდა.
დღეს კატალონიის რადიომ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც სააპელაციო კომიტეტმა "ბარსელონას" საჩივარი არ დააკმაყოფილა, მოგვიანებით კი ეს ინფორმაცია "ბლაუგრანამაც" დაადასტურა.
მომდევნო შეხვედრა "ბარსას" 24 იანვარს, თბილისის დროით 19 საათსა და 15 წუთზე, "ელჩესთან" სტუმრად ელის.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]