ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 22 იანვარი

ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 22 იანვარი

წარმოგიდგენთ რუბრიკას "ერთი დღე "ბარსელონას" ისტორიაში". ამჯერად შემოგთავაზებთ "ბარსელონასთან "დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 22 იანვარს მოხდა.

თამაშები

22 იანვარს "ბარსელონას" 19-ჯერ უთამაშია. კატალონიელებმა 13 მატჩი მოიგეს, 2 ფრედ დაასრულეს და 4 წააგეს.

1907 წელი

დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი (1928-1935) და მწვრთნელი (1941-42) რამონ გუსმანი.

1977 წელი

დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი ტონი ველამასანი, რომელმაც 1995-1996 წლებში "ბლაუგრანაში" 15 თამაში ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.

1998 წელი

"ბარსელონამ" ესპანეთის თასის გასვლით შეხვედრაში "ვალენსია" ანგარიშით 3-1 დაამარცხა. გოლები რივალდომ (2) და ჯოვანიმ გაიტანეს. კატალონიელებს პირველი თამაში "კამპ ნოუზე" 3-4 ჰქონდათ წაგებული.

2005 წელი

"რასინგთან" 2-0 მოგებულ შეხვედრაში რონალდინიომ "ბარსელონას" მაისურით ლა ლიგაში 50-ე თამაში ჩაატარა. იმ შეხვედრაში მან თავი გოლით გამოიჩინა.

2012 წელი

"მალაგასთან" სტუმრად 4-1 მოგებულ შეხვედრაში ლიონელ მესიმ ლა ლიგაში თავისი მე-10 ჰეთ თრიქი შეასრულა.

2014 წელი

ლიონელ მესიმ "ლევანტესთან" ესპანეთის თასზე სტუმრად ჩატარებულ შეხვედრაში (4-1) კრისტიან ტელიოს 3 გოლი გაატანინა. ეს ლეოსთვის "ბარსელონაში" ჩატარებული მე-400 თამაში იყო.

2017 წელი

"ეიბართან" 4-0 მოგებულ შეხვედრაში დენის სუარესმა "ბარსელონას" პირველ გუნდში სადებიუტო გოლი გაიტანა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #7 22 იანვარი 2021 19:27
    0
    საკმაოდ საინტერესო დღე ყოფილა 22 იანვარი
    წევრი [?]
    #6 22 იანვარი 2021 16:01
    0
    საინტერესო იყო მადლობა ავტორს
    ფანი [?]
    #5 22 იანვარი 2021 12:28
    0
    BEQA BARCA,
    მადლობა🥰
    Culé [?]
    #4 22 იანვარი 2021 12:26
    1
    ციტატა: Always cule
    რამდენი კარგი რამ მომხდარა ჩემს დაბადების დღეს

    გილოცავ მაშინ!!🥳🥳
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    "ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    " ხარისხი შედეგის გარეშე უსარგებლოა. შედეგი ხარისხის გარეშე მოსაწყენი. "
    ფანი [?]
    #3 22 იანვარი 2021 12:21
    1
    C.PC5,
    მადლობა😊
    Culé [?]
    #2 22 იანვარი 2021 12:17
    1
    ვის? ვის? და მხოლოდ მესის შეუძლია ერთ დღეს სხვადასხვა წლებში ჰქონდეს ორი ჰეტთრიკი შესრულებული თანაც ერთი გოლების და ერთიც პასების. დააფასეთ სანამ თამაშობს!!! ვინ იცის კიდევ რამდენ ხანს მოგვიწებს ბარსაში მესის ცქერა pensive

    ციტატა: Always cule
    რამდენი კარგი რამ მომხდარა ჩემს დაბადების დღეს

    მესის ყველაზე კარგად მოულოცავს!! გილოცავ!!!
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"
    ფანი [?]
    #1 22 იანვარი 2021 12:11
    1
    რამდენი კარგი რამ მომხდარა ჩემს დაბადების დღეს