კლემან ლანგლე: პენალტების მხრივ საკმაოდ ცუდი შედეგი გვაქვს
- 22-01-2021, 03:40
-
ჯერემი რენერი
- 12

"ბარსელონას" 25 წლის ფრანგმა მცველმა, კლემან ლანგლემ, "კორნელიასთან" გამარჯვების შემდეგ (2-0) კომენტარი გააკეთა.
"ჩვენ საკმაოდ ცუდი შედეგი გვაქვს პენალტების მხრივ. ამაზე უნდა ვიმუშავოთ, ისევე როგორც სხვა საკითხებზეც. თამაში ჩვენს წინააღმდეგ მიდიოდა, ორი პენალტი, უამრავი მომენტი და დამატებითი დრო. ადრე არ გვიმართლებდა და გოლის გასატანად აგრესია გვაკლდა. როდესაც მეტოქის მეკარე ასეთ მატჩს ატარებს, გატანა ძალიან რთულია.",
- განაცხადა მატჩის შემდგომ ლანგლემ.
ესპანეთის თასის პირველ შეხვედრაში "ბარსელონამ" "კორნელია" დამატებით დროში დაამარცხა და მერვედფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 12 ]