ბარსელონამ კიკე სეტიენს წერილი გაუგზავნა
- 22-01-2021, 03:41
-
Tsitsi
- 10

Cadena SER კატალონიის "ბარსელონას" ყოფილი მთავარი მწვრთნელის, კიკე სეტიენის ვადაზე ადრე გაშვებისა და კომპენსაციის არ გადახდის თაობაზე ახალ დეტალებს ასაჯაროებს.
წყაროს ცნობით, კლუბმა სეტიენს წერილი გაუგზავნა, სადაც ახსნილია, რომ ის "ბარსას" თავკაცობისათვის არაკომპეტენტური იყო. ასევე, სპეციალისტმა მწვრთნელად დანიშვნისას დადებული პირობები ვერ შეასრულა. მისი თავკაცობის ქვეშ "ბლაუგრანამ" მნიშვნელოვანი ტიტულები დათმო.
კლუბი ხაზს უსვამს, რომ იმ პერიოდში გუნდის რეალური ლიდერი ედერ სარაბია იყო, რომელიც შეხვედრებსა და ვარჯიშებზე თავკაცის ფუნქციებს იდეალურად ითავსებდა.
ზემოხსენებულმა წყარომ ცოტა ხნის წინ დაწერა, რომ "ბარსელონა" და კიკე სეტიენი მოთხოვნილი თანხის გამო, დავას სასამართლოში განაგრძობენ.
შეგახსენებთ, რომ "ბარსელონას" პრეს-სამსახურმა სპეციალისტის განთავისუფლების თაობაზე განცხადება 2020 წლის 17 აგვისტოს გააკეთა, ამის მიზეზად გუნდის მიერ ნაჩვენები არასასურველი შედეგები დასახელდა
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]