MD: ფილიპე კოუტინიო აპრილამდე ვერ დაბრუნდება
- 21-01-2021, 13:06
-
DaviD_ViLLa_7
- 10

კატალონიური Mundo Deportivo "ბარსელონას" ბრაზილიელი ნახევარმცველის, ფილიპე კოუტინიოს ტრავმასთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცელებს.
კოუტინიომ 2020 წლის ბოლო შეხვედრაში "ეიბართან" მუხლი დაიზიანა, რის გამოც მას ოპერაცია დასჭირდა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ 28 წლის ფეხბურთელი მარტამდე ვერ ითამაშებდა, თუმცა, კატალონიური წყაროს ცნობით, საქმე უფრო სერიოზულადაა.
Mundo Deportivo-ს ახლანდელი ცნობებით, ფილიპე კოუტინიო მოედანს აპრილამდე ვერ დაუბრუნდება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]