ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 21 იანვარი

წარმოგიდგენთ რუბრიკას "ერთი დღე "ბარსელონას" ისტორიაში. ამჯერად შემოგთავაზებთ "ბარსელონასთან "დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 21 იანვარს მოხდა.
თამაშები
21 იანვარს "ბარსელონამ" 17 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 12 მოიგეს, 4 ფრედ დაასრულეს და 1 წააგეს.
1901 წელი
დაიბადა ლეგენდარული მეკარე რიკარდო სამორა (სურათზე), რომელიც "ბარსელონაში" 1919-1922 წლებში თამაშობდა. მან კატალონიურ კლუბში ესპანეთის თასი და კატალონიის 3 ჩემპიონატი მოიგო.
1918 წელი
დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი მწვრთნელი (1964-1965) ვისენტე სასოტი.
1946 წელი
დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი მეკარე მიგელ რეინა. 1966-1973 წლებში მან "ბლაუგრანას" მაისურით 111 თამაში ჩაატარა. რეინამ "ბარსელონაში" 2-ჯერ ესპანეთის თასი და ერთხელ ბაზრობათა თასი (ამჟამინდელი ევროპა ლიგა) მოიგო.
1962 წელი
"ბარსელონამ" "რეალ მადრიდი" "კამპ ნოუზე" 3-1 დაამარცხა. მასპინძელთაგან გოლები ევარისტომ (2) და კოჩიშმა გაიტანეს. ეს ლა ლიგის ისტორიაში 5500-ე თამაში იყო.
1964 წელი
დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი რიკარდო სერნა. 1988-1992 წლებში მან "ბლაუგრანაში" 133 შეხვედრა ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა. რიკარდომ კატალონიურ კლუბში ლა ლიგა (2), ესპანეთის თასი, ქვეყნის სუპერ თასი, ჩემპიონთა თასი და თასების მფლობელთა თასი მოიგო.
2004 წელი
82 წლის ასაკში გარდაიცვალა "ბარსსელონას" ყოფილი მეკარე (1942-1956) ხუან სამბუდიო ველასკო.
2018 წელი
კიკე სეტიენის "ბეტისთან" სტუმრად გამართული შეხვედრის ერთ ტაიმში "ბარსამ" 5 გოლი გაიტანა და 5-0 მოიგო.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]