ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 20 იანვარი

ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 20 იანვარი

განვაგრძობთ რუბრიკას "ერთი დღე "ბარსელონას" ისტორიაში". ამჯერად შემოგთავაზებთ "ბარსელონასთან "დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 20 იანვარს მოხდა.

1885 წელი

დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი კარლეს უოლასი, რომელმაც 1907-11 და 1913-15 წლებში "ბარსელონაში" 25 თამაში ჩაატარა და 29 გოლი გაიტანა.

1901 წელი

კატალონიის ჩემპიონატის გახსნით მატჩში "ბარსამ" მომავალ ჩემპიონთან, "ისპანიასთან" სახლში 1-2 წააგო.

1980 წელი

"ალმერიასთან" "კამპ ნოუზე" გამართულ შეხვედრაში "ბარსას" შემადგენლობაში რობერტო დინამიტეს დებიუტი შედგა. 2-0 მოგებულ მატჩში მან 2 გოლი გაიტანა, ამის შემდეგ კი "ბლაუგრანაში" თავი აღარ გამოუჩენია.

1987 წელი

დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი ვიქტორ ვასკესი, რომელმაც 2008-2010 წლებში პირველ გუნდში 3 თამაში ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.

1988 წელი

დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი ხეფრენ სუარესი, რომელმაც 2008-2011 წლებში კლუბში 34 შეხვედრა ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.

1995 წელი

დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი სერჟი სამპერი, რომელმაც 2014-2019 წლებში კატალონიელთა პირველ გუნდში 13 შეხვედრა ჩაატარა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

1997 წელი

რონალდოს FIFA-ს ვერსიით 1996 წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო გადაეცა. მე-2 ადგილი ჟორჟ ვეამ დაიკავა, ხოლო მესამე ალენ შირერმა.

1999 წელი

დაიბადა "ბარსელონა ბ-ს" ფეხბურთელი ორიოლ ბუსკეტსი.

2020 წელი

კიკე სეტიენმა "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის რანგში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა. კატალონიელებმა "გრანადა" ლიონელ მესის ერთადერთი გოლით დაამარცხეს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #6 20 იანვარი 2021 19:02
    0
    სეტიენს ნუღა გვახსენებთ
    Culé [?]
    #5 20 იანვარი 2021 18:15
    0
    ფუუ სეტიენი
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 20 იანვარი 2021 15:16
    0
    მენახირეს, რომ მწვრთნელად დაგინიშნავენ მეტი დამცირება რაღა გინდა.
    Culé [?]
    #3 20 იანვარი 2021 12:07
    0
    რად არ დაიქცა ის დღე როცა სეტიენმა თამაში ჩაატარა😭
    ფანი [?]
    #2 20 იანვარი 2021 11:11
    2
    კიკე სეტიენმა "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის რანგში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა. კატალონიელებმა "გრანადა" ლიონელ მესის ერთადერთი გოლით დაამარცხეს

    და სეტიენმა ვალვერდესგან გასხვავებით ფეხბურთის თამაში მაინც იცისო, ავივსეთ ეგრევე იმედებით, ზოგმა ტრებლისკენ გაწევაც კი ვიკადრეთ stuck_out_tongue
    Culé [?]
    #1 20 იანვარი 2021 11:09
    1
    სეტიენს როვ ვკითხოლობ ან მახსენდება ცუდად ვხვდები.
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"