ხულიო სალინასი: ვფიქრობ, ლეო მესი კლუბს დატოვებს
- 19-01-2021, 22:31
-
AnriCule
- 10

ხულიო სალინასი ფიქრობს, რომ შემდეგი სეზონისთვის ლეო მესი კლუბ "ბარსელონაში" აღარ იქნება. "ბარსელონას ყოფილი თავდამსხმელი Betsfy-სთან ინტერვიუში ამის მიზეზად მესის დიდ ხელფასს და კლუბის ფინანსურ პრობლემებს ასახელებს.
მესი არის მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი, მაგრამ ბარსელონას სერიოზული ფინანსური პრობლემები ექმნება, როდესაც მესის წელიწადში 100 მილიონ ევროს უხდის. ვფიქრობ, ლეო მესი კლუბს დატოვებს.
ხულიო სალინასმა კომენტარი მესის წითელ ბარათზეც გააკეთა:
აშკარად წითელი ბარათი იყო. მან მოწინააღმდეგეს დაარტყა, ეს ფეხბურთელმა მოედანზე არასდროს უნდა დაუშვას, თუმცა არსებობს შემამსუბუქებელი გარემოებები.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]