"კორნელიასთან" მატჩში "ბარსას" კარს ნეტუ დაიცავს - Sport

"კორნელიასთან" მატჩში "ბარსას" კარს ნეტუ დაიცავს - Sport

"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი რონალდ კუმანი "კორნელიასთან" შეხვედრაში მეკარის პოზიციაზე როტაციას მიმართავს. ამ ინფორმაციას Sport ავრცელებს.

კატალონიური წყაროს ცნობით, ნიდერლანდელი სპეციალისტი ესპანეთის თასის 1/16-ფინალურ მატჩში გუნდის პირველი მეკარის, მარკ-ანდრე ტერ შტეგენის დასვენებას აპირებს, რაც იმას ნიშნავს, რომ "ბლაუგრანას" კარს სათადარიგო კიპერი ნეტუ დაიცავს.

ცნობისთვის, ბრაზილიელ კარის დარაჯს 2 დეკემბერს "ფერენცვაროშთან" გამართული შეხვედრის შემდეგ არ უთამაშია.

"ბარსელონასა" და "კორნელიას" დაპირისპირება ხუთშაბათს, თბილისის დროით 23 საათსა და 55 წუთზე დაიწყება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 9 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #9 20 იანვარი 2021 00:34
    0
    BEQA BARCA,
    ეს ძალიან კარგია ტერ შტეგენს თუ დაასვენებს და თან ნეტუსაც მიეცემა თამაშის შანსი და სათამაშო დრო, თორემ ისედაც წასვლას აპირებს.მეკარის დაკარგვის დრო ნამდვილად არ არის ეხლა.პუჩსაც ათამაშებს ისევ იმედია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 20 იანვარი 2021 00:33
    0
    ცოდოა ეს ლა ლიგაშიც უნდა ათამაშოს
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    ფანი [?]
    #7 19 იანვარი 2021 23:56
    0
    ისე ცოდოა ესეც მაგრამ რა ეგონა აქ რო მოდიდოდა ტერშტეგენს კონკურენციას გაუწევდა?
    Culé [?]
    #6 19 იანვარი 2021 23:38
    0
    კაია. იმედია პუჩი მორიბა და დელაფუენტეც ითამაშებენ ცოტასმაინც
    წევრი [?]
    #5 19 იანვარი 2021 23:06
    0
    ამანაც ხოუნდა ითამაშოს
    Culé [?]
    #4 19 იანვარი 2021 23:01
    0
    ეგ ისედაც მასე იყო, მეორე მეკარე თამაშობდა თასზე, მაგრამ მიეცა პენიასთვის შანსი. თუ ამას წასვლა უნდა წავა როცა იქნება და გამოგვეცადა ის ბიჭი.
    ფანი [?]
    #3 19 იანვარი 2021 22:59
    0
    კარგია ნეტუსაც თუ მისცემს თამაშის საშუალებას, იმსახურებს მეტ სათამაშო დროს,ასე ტერ შტეგენსაც მიეცემა თან დასვენების საშუალება.
    ფანი [?]
    #2 19 იანვარი 2021 22:21
    0
    ასეთი კამანდა იქნება ჩემიაზრით
    ნეტუ
    დესტი-მინგესა-უმტიტი-ფირპო
    პუჩი-პიანიჩი-ბუსკეცი
    დემბელე-გრიზმანი-ბრეითვეიტი
    --------------------
    "ფეხბურთელები მონები არიან. ამას საკუთარი გამოცდილებით ვამბობ, რადგან თავადაც ფეხბურთელი ვიყავი". - იოზეპ ბლატერი.
    Culé [?]
    #1 19 იანვარი 2021 22:14
    0
    დაისვენოს ტერშტმა. იდგეს ნეტუ კარში.
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"