"ბარსელონა" ნიკოლო ბარელას აკვირდება

"ბარსელონა" ნიკოლო ბარელას აკვირდება

"ბარსელონამ" თვალი მილანის "ინტერის" ნახევარმცველს ნიკოლო ბარელას დაადგა. ამის შესახებ ინფორმაციას La Gazzetta dello Sport ავრცელებს.

"ინტერმა" 2019 წლის ზაფხულში იტალიელი ფეხბურთელი იჯარით დაიმატა, 2020 წლის იანვარში კი სრულად გამოისყიდა. 23 წლის მოთამაშე მიმდინარე სეზონში მილანელთა შემადგენლობის უცვლელ წევრად იქცა. მან მონაწილეობა 25 მატჩში მიიღო, რომლებშიც თავი 2 გოლითა და 8 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.

იტალიური წყაროს ცნობით, "ბლაუგრანამ" ბარელას შეძენა მოისურვა. კატალონიელები ახალგაზრდა შუახაზელს ყურადღებით აკვირდებიან. "ბარსა", ამჟამად, მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო, ნიკოლოს მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში შეძენას არ გეგმავს, მაგრამ კლუბმა, შესაძლოა, მისი დამატება ზაფხულში ან 2022 წლის იანვარში სცადოს.

Transfermarkt-ის ცნობით, ნიკოლო ბარელას ამჟამინდელი სატრნასფერო ფასი 55 მილიონ ევროს შეადგენს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 9 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 20 იანვარი 2021 00:55
    0
    რისი მყიდველები არიან, კაით რა.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 20 იანვარი 2021 00:26
    0
    რა ბარელა ესენი ხომ არ ჭმუჭნიან პუჩი გვყავს გუნში ეს ვინ ცემი ფეხებია რო პუჩსი სათამაშო დრო წაიღოს
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    ფანი [?]
    #7 19 იანვარი 2021 23:54
    0
    პუჩი გვყავს, ფერნანდეში გვყავს კუმანი არ ათამაშებს მაგრამ მართლა მიჭიერი ახალგაზრდაა, აგერ ახლა მორიბასაც დააწინაურებენ და ამიტომ ამათ მოხოდვაზე უნდა იფიქრონ და არა კიდე დამატებით ფულის ყრაზე
    Culé [?]
    #6 19 იანვარი 2021 23:00
    1
    კაი ბიჭია მარა რად გვინდა?! ახალგაზრდა ნახევარმცველები ჩვენ რომ გვყავს ისეთებს ინატრებს ყველა გუნდი, ჩამშლელზე იზრუნონ თუ მაინცდამაინც.
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 19 იანვარი 2021 22:40
    1
    Iniesta_8,
    ცენტრალური?! ცენტრალურს კიდევ არა უშავს, ახალგაზრდებიდან გამომდინარე და ფლანგელი ვინ არის? ალბა? რომელიც მის კონკურეტს მოსისხლე მტრად აღიქვამს და მაგ პოზიციაზე კაციშვილი ვერ ჩერდება?! გრიმალდო,დინი,კუკურელა და ეხლა ფირპოც გაიქცევა ისე, არასაჭირო და უვარგისი ფეხბურთელსი სტატუსი ექნებათ ისე, რომ მიოედანს არავინ გააკარებს, ეს ნორმალურია? დესტი კიდევ ბავშვია, გუშინ გახდა 20 წლის და კიდევ იფიქრებ, რომ რარაცას მოუმატევს და რობერტოც ცოტა დაასვენებს რომ მოირჩენს ტრამვას
    შემტევი? ანსუს ტრამვის ფონზე აუცილებელი იყო ვეტერანი, გამცდუილი 9-იანი, რომელიც კლასით შეძლებდა სედეგის დადებას და არა კლასგარეშე ბიაითვაიტი
    რაც შეეხება შუა ხაზს, პიანიჩის ყიდვას ვერ მივხვდი, მკვდარტური იყო მოსაშორებელი და მაგ პონტში ჯანმრთელი აჯობეს ხეიბარს +15 ლიმონით
    კოუტინიო კიდევ არის ზარალი, ბუსი კიდევ სკამის კაცი
    ანუ რა გამოდის?
    დეიონგი-პედრი, 2 საიმედო შუახაზელი, არც გადაბერებული და არც შეუთამაშებელი, რომელთაგან ერთი18 წლისაა
    და პუჩი, რომლის ნდობაც მოუწევს კუმანს
    ამიტომ სენსი-ბარელადან ერთ-ერთის მოყვანა ძალიან კაი იქნება, მაგრამ ვინ იზამს მაგას?
    მე პირადად კოუტინიოს გავიცვლიდი სენსიში, ბუსს დავასვენებდი საჭირო მატჩებისათვის და პიანიჩს ტასისათვის და სკამისათვის
    თან პუჩი-პედრის დასასვენებლად გამოდგებოდნენ ვეტერნები
    Culé [?]
    #4 19 იანვარი 2021 22:11
    1
    რა ჯანდაბას გვინდა ამდენი შემტევი ნახევარმცველი. პედრი, კოუტინიო,პუჩი, საჭიროების შემთხვევაში მესი და გრიზმანი და კიდე ამათ დასდევენ. გუნდში ერთი წესიერი ცხრიანი და ცენტრალური მცველი არ არის, ჯობია მაგას მიხედონ.
    Culé [?]
    #3 19 იანვარი 2021 22:00
    0
    55 მილიონი??😁😁😁
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    "ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    " ხარისხი შედეგის გარეშე უსარგებლოა. შედეგი ხარისხის გარეშე მოსაწყენი. "
    ANSU FATI 10
    სტუმარი [?]
    #2 19 იანვარი 2021 21:59
    0
    ხოო აი ამიტომ ვართ ბილბაოს დონემდე.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 19 იანვარი 2021 21:56
    0
    სენსიც შეიძლებოდა, რაღაც არ სწყალობს კონტე