საპრეზიდენტო კანდიდატები ხვალ იკრიბებიან
- 19-01-2021, 21:34
-
Tsitsi
- 6

RAC1-ის ინფორმაციით, კატალონიის "ბარსელონას" საპრეზიდენტო კანდიდატები: ჟოან ლაპორტა, ტონი ფრეიშა და ვიქტორ ფონტი ხვალ კლუბის სათაო ოფისში კარლეს ტუსკეტსს შეხვდებიან.
როგორც წყარო წერს, შეხვედრა, რომელიც ადგილობრივი დროით 17:15 საათზე დაიწყება, არჩევნების თარიღის თემას შეეხება.
ცოტა ხნის წინ კატალონიის მთავრობამ "ბლაუგრანას" არჩევნების დისტანციურად ჩატარების ნება დართო. დიდი ალბათობით, პროცესი ფოსტის დახმარებით გაიმართება.
არჩევნების სავარაუდო თარიღად 7 მარტი სახელდება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]