რეალთან შეთანხმება არ არსებობს - ალაბას აგენტს ბარსელონას არჩევნებამდე მოცდა სურს | Bild

რეალთან შეთანხმება არ არსებობს - ალაბას აგენტს ბარსელონას არჩევნებამდე მოცდა სურს | Bild

ბოლო პერიოდში მადრიდის "რეალისა" და "ბაიერნის" უნივერსალის, დავიდ ალაბას კავშირის შესახებ ცნობები აქტიურად გავრცელდა.

ახლა კი, გერმანული Bild-ის ინფორმაციით, "რეკორდმაისტერმა" ავსტრიელი ფეხბურთელის მამასა და აგენტთან ესაუბრა. შედეგად, ირკვევა, რომ ჯერ "ბლანკოსთან" არანაირი შეთანხმება არ მიღწეულა.

როგორც წყარო იტყობინება, 28 წლის მოთამაშის აგენტი, პინი ზაჰავი "ბარსელონას" საპრეზიდენტო არჩევნებამდე მოცდას აპირებს და იმ შემთხვევაში, თუ მას ჟოან ლაპორტა მოიგებს, ისრაელის წარმომადგენელს კატალონიურ კლუბთან მოლაპარაკებები სურს.

აგრეთვე, ცნობილია, რომ ალაბას ტრანსფერის თაობაზე, რომელსაც მიუნხენელებთან არსებული კონტრაქტი მიმდინარე წლის 30 ივნისს ეწურება, მინიმუმ აპრილამდე/მაისამდე არანაირი გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული.

აქვე მოგახსენებთ, რომ ამჟამად "ბლაუგრანას" დავიდის ხელფასის გადასახდელი ფული არ აქვს, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ, დიდი ალბათობით, კლუბი რამდენიმე ფეხბურთელს გაყიდის, ალაბას გადაბირების საკითხი უფრო და უფრო რეალურია.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    გულშემატკივარი [?]
    #6 19 იანვარი 2021 19:22
    0
    ისე მართლა ვაინალდუმი დეპაი ალაბა გარსია ამათი მოყვანა უფასოდ შეიძლება.. პლიუს არასაჭირო იგროკები რო გაუშვან და ჰოლანდიც მოიყვანონ.. და ერთი მცველი უპამეკანო ან რომანიოლი
    ფანი [?]
    #5 19 იანვარი 2021 18:48
    0
    ან ეს ან ანხელინიო, ამათზე უკეთეს ვერავის ვერ მოიყვანენ, ორივე ძალიან მაგარია და მაგრად გამიხარდება ბარსაში💪 ნაკლები ხელფასი რო მოითხოვოს ძალიან კარგი იქნება
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 19 იანვარი 2021 18:29
    0
    ხელფასს დაუწიოს ცოტა და მოვიდეს
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #3 19 იანვარი 2021 17:11
    4
    ლაპორტას რამხელა სახელი აქვს ყველა მას ელოდება . დაჟე რაიოლასაც კი სურა მასთან კარგი ურთიერთობის ქონა და ჰოლანდის ბარსაში გადაბარგება... უეჭველი მოვა ლაპორტა პრეზიდენტად ! ბარსას ერა ისევ თავიდან დაიწყება
    Culé [?]
    #2 19 იანვარი 2021 15:33
    1
    ლენგელე გააგდონ ოღონდაც და თუ უნდათ მოიყვანონ ეს.
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"
    Culé [?]
    #1 19 იანვარი 2021 14:33
    0
    ეს ხელფას ითხოვს დიდს. არ გვინდა ვინმე უფრო ახაკგაზრდა გვჭირდება.
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    "ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    " ხარისხი შედეგის გარეშე უსარგებლოა. შედეგი ხარისხის გარეშე მოსაწყენი. "