ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 19 იანვარი
- 19-01-2021, 12:05
-
Writer
- 4

განვაგრძობთ რუბრიკას "ერთი დღე "ბარსელონას" ისტორიაში". ამჯერად შემოგთავაზებთ "ბარსელონასთან "დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 19 იანვარს მოხდა.
1902 წელი
"ბარსელონამ" "ესპანიოლთან" სტუმრად ანგარიშით 4-0 მოიგო. კატალონიის ჩემპიონატის ეგიდით გამართულ შეხვედრაში გოლები გამპერმა (2), გარსიამ და სტეინბერგმა გაიტანეს.
1930 წელი
"ბარსელონა" "ესპანიოლთან" სტუმრად 0-4 განადგურდა. თამაშში ჰეთ თრიქი შეასრულა გალარტმა.
1936 წელი
კატალონიის თერთმეტეულსა და ჩეხოსლოვაკურ "სიდენიცეს" შორის ჟოზეპ სამიტიერის გამოსათხოვარი თამაში გაიმართა. "ბარსელონადან" ამ შეხვედრაში მონაწილეობა ენრიკე ფერნანდესმა, საგიბარბამ და ბალმანიამ მიიღეს.
1965 წელი
დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი ხუან კარლოს როდრიგესი. 1991-1994 წლებში მან ლა ლიგაში 55 თამაში ჩაატარა. "ბარსელონასთან" ერთად როდრიგესმა ზედიზედ 3 ლა ლიგა, ასევე 2 ესპანეთის სუპერ თასი და ერთი ჩემპიონთა ლიგა მოიგო.
1983 წელი
ევროპის სუპერ თასის პირველ მატჩში, ჩემპიონთა თასის (ამჟამინდელი ჩემპიონთა ლიგა) გამარჯვებულ "ასტონ ვილასთან" "ბარსამ" "კამპ ნოუზე" 1-0 მოიგო. გოლი მარკოს ალონსომ გაიტანა.
1991 წელი
"ბარსელონამ" "რეალი" 2-1 დაამარცხა. მასპინძელთაგან ერთი გოლი მიკაელ ლაუდრუპმა გაიტანა, ერთხელ კი ბურთი საკუთარ კარში სპასიჩმა ჩაჭრა.
1992 წელი
"ბარსელონამ" ლა ლიგის საშინაო შეხვედრაში "ესპანიოლი" 4-3 დაამარცხა. გოლები ჩიკი ბეგირისტაინმა, მიკაელ ლაუდრუპმა, ხრისტო სტოიჩკოვმა და რონალდ კუმანმა გაიტანეს.
1997 წელი
"ბეტისთან" სტუმრად გამართული შეხვედრის 30-ე წუთზე "ბარსელონა" 0-2 აგებდა, მაგრამ ლუის ენრიკეს ჰეთ თრიქისა და რონალდოს ერთი გოლით კატალონიელებმა 4-2 მოიგეს.
2003 წელი
დაიბადა ილაიშ მორიბა.
2009 წელი
"ბარსელონას" მამაკაცთა პირველი გუნდი ახალ საწვრთნელ ბაზაზე, "სიუტატ ესპორტივა ჟოან გამპერზე" გადავიდა.
2013 წელი
ლეო მესიმ გოლი ზედიზედ მე-10 თამაშში გაიტანა, მაგრამ მისი გუნდი "სოსიედადთან" სტუმრად მაინც დამარცხდა, 2-3.
2017 წელი
"ბარსელონამ" "სოსიედადთან" სტუმრად გამართულ შეხვედრაში 10 წლის განმავლობაში პირველად მოიგო. "ანოეტაზე" გამართული თამაშის ერთადერთი გოლი ნეიმარმა გაიტანა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]