ჩემი პროექტი იმ ადამიანებს ეხებათ, ვინც ამჟამად კლუბშია - ჟოან ლაპორტა
- 19-01-2021, 11:07
-
Tsitsi
- 8

კატალონიის "ბარსელონას" პრეზიდენტობის კანდიდატი, ჟოან ლაპორტა Onda Cero-სთან საუბრობს:
ბანერი მადრიდში
ვგეგმავდით, რომ ბანერი ბარსელონაში განგვეთავსებინა, თუმცა ჩემი კამპანიის მენეჯერმა თქვა, რომ დედაქალაქში ამის გაკეთებას დიდებული შედეგი ექნებოდა. ასეც მოხდა.
სანდრო როსელთან ურთიერთობა
სანდროსთან ურთიერთობას ნელ-ნელა ვაუმჯობესებ. ზოგადად, მიმტევებელი ვარ.
არჩევნები
არჩევნების გადადება კლუბს აზიანებს. თუ ლეო მესის დარჩენა გვინდა, "ბარსას" პრეზიდენტი და დირექტორთა საბჭო სჭირდება.
ფლორენტინო პერესი
2 წელია, მასთან არ მისაუბრია. იმ ადამიანებთან, რომლებსაც კავშირი ფეხბურთთან აქვთ, ყოველთვის კარგ ურთიერთობას ვინარჩუნებ.
ჩავი ერნანდესი
ჩემი პროექტი იმ ადამიანებს ეხებათ, ვინც ამჟამად კლუბშია. ვფიქრობ, რომ ჩავი სხვა კანდიდატებთან ერთად იქნება. რა თქმა უნდა, ერთ დღეს ესპანელი ამ კლუბს გაწვრთნის, თუმცა ამჟამად სხვა თავკაცი გვყავს.
პუიოლი, ინიესტა, ვალდესი "ბლაუგრანას" ლეგენდები არიან და თუ ისინი პროექტში ჩაერთვებიან, დიდებული იქნება.
ლეო მესის გაძევება
ვფიქრობ, რომ არგენტინელი წითელ ბარათს არ იმსახურებდა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]