რიკი პუჩი წაგებულ ფინალს ეხმაურება
- 19-01-2021, 00:42
-
Tsitsi
- 18

კატალონიის "ბარსელონას" ახალგაზრდა ნახვარმცველი, რიკი პუჩი ესპანეთის სუპერ თასის ფინალში ბილბაოს "ატლეტიკთან" მარცხზე კომენტარს აკეთებს:
ფინალში წაგება მძიმე იყო, მით უმეტეს მაშინ, როცა გამარჯვებასთან ძალიან ახლოს ვიყავით. ახლა წამოდგომის დროა, რადგან სეზონის დარჩენილი ტიტულებისთვის ბრძოლა უნდა განვაგრძოთ. ჩვენ "ბარსა" ვართ!
შეგახსენებთ, ხსენებულ დაპირისპირებას "ბლაუგრანა" ანტუან გრიზმანის გოლების წყალობით ორჯერ იგებდა, თუმცა - ჯერ დე მარკოსმა, შემდეგ კი ასიერ ვილიალიბრემ წონასწორობის აღდგენა მოახერხეს, დამატებით დროში კი მარსელინო გარსია ტორალის გუნდმა ინიაკი ვილიამსის ზუსტი დარტყმით, ანგარიშით, 3-2 იმარჯვა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 18 ]