"ბარსელონა" ფირპოს გაშვებას არ აპირებს | Cat Radio

"ბარსელონა" ფირპოს გაშვებას არ აპირებს | Cat Radio

ბოლო დროს ჟუნიორ ფირპოს "ბარსელონადან" მიმდინარე თვეში წასვლის თაობაზე ბევრი დაიწერა, მაგრამ ბოლო ცნობებით კატალონიელები 24 წლის ფეხბურთელის მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს გაშვებას არ აპირებენ.

ფირპოს არაერთ გუნდს უკავშირებენ - "მილანი", "ვესტ ჰემი", "ნაპოლი", "გრანადა". პრობლემა კი ისაა, რომ ყველა გუნდს ესპანელის იჯარით დამატება სურს, ეს ვარიანტი კი "ბარსელონას" არ აწყობს.

კატალონიელებს სურთ ფირპოში ფული აიღონ იმისათვის, რომ მისი შემცვლელი დაიმატონ. ვინაიდან ასეთი ვარიანტი ჰორიზონტზე არ მოჩანს, "ბლაუგრანამ" გადაწყვიტა 24 წლის ფეხბურთელს ამ ეტაპზე არ შეელიოს. ამ ინფორმაციას კატალონიის რადიო ავრცელებს.

იყო ვარიანტი, ჟორდი ალბას რეზერვისტის პოზიციაზე ფირპო "ბარსას" აკადემიიდან 17 წლის ალეხანდრო ბალდეს შეეცვალა, მაგრამ ეს ვარიანტიც გამოირიცხა. ამის მიზეზად კი ის სახელდება, რომ კლუბს მიმდინარე თვეში ახალი პრეზიდენტი ვერ ეყოლება, დროებითი ხელმძღვანელობა კი არააუცილებელი გადაწყვეტილებების მიღებას მაქსიმალურად ერიდება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #8 19 იანვარი 2021 11:10
    1
    რათ გვინდა ფირპო, ტიპს კორდინაციის პრობლემაა აქვს, მოხვევით ეს ვერ უხვევს და ძალიან უჭირს ტანის კონტროლი, ეს ძალიან ბევრ შეცდომას დაუშვებს პოზიციირად, ჯობია გაყიდონ, წელს ეს სეზონი მაინც ჩავარდება და ჯობია ის ბალდე ამოიყვანონ და შემდეგი სეზონისთვის მოამზადონ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 19 იანვარი 2021 02:18
    0
    ეიბართან საგოლე გადაცემა შეასრულა და მატჩი გადაარჩინეს, ასე თუ ისე, როცა ითამაშა, რაღაც მაინც გააკეთა
    მომდევნო შეხვედრაში ალბა დადგა და იმდენი ირბინა, ენა გადმოიგდო, არიქა, ძირითადიდან არ ამომაგდონო
    გამოვიდა ფინალში და უკაცრავად ამ სიტყვისათვის და ლენგლეს ჰგავდა
    გრიმალდო,დინი,კუკურელა უკვე სამი ფლანგელი მცველი წავიდა და არც ერთი არ ყოფილა სუსტი ან უპერსპექტივო
    სამივე საკმაოდ კარგად გამოიყურებიან, კუკურელას კი უკეთესი გუნდის შანსიც ექნება მალე
    რაღაცას არ გეუბნებათ ეს ფაქტი? იერქრქიას რომ ახსებენდა დებილი ალენია, შეიძლება მის პოზოციაზე არა, მაგრამ სხვაგან რაღაც ხდება და ალბა მაგისი კარგი მაგალითია, კიდევ ბუსკეტსი, პიკეც სხვათა შორის (უბრალოდ დამტვრეულია და მაგის გარდა ინვალიდი უმთითი და ლენგლე ლენგლე არიან)
    Culé [?]
    #6 19 იანვარი 2021 01:48
    0
    რავიცი ჩემი აზრით,ცოტა მეტი დრო უნდა მიეცეს ამ კაცს,წელიწადში ერთხელ თამაშობს და რანაირად უნდა შეეწყოს გუნდს,როცა გრიზმანი და კიდევ სხვებიც ამდენს თამაშობენ და დიდი ვერაფერი...სცადოს 2-3 თამაში ათამაშოს ძირითადში, დაანახოს რო ენდობა, ცოტა ხანი ის ჯუჯაც დასვას სკამზე,თუ რაღაცა იქნა და გაამართლა ჰო კაი თუ არა და იფიქრონ მერე გაყიდვაზეც,ეგრე პირდაპირ არიქა ვერ თამაშობს გავუშვათ რამდენი უნდა გაუშვან ან აზრი,აგერ სემედუც გაუშვეს მოიყვანეს დესტი ასე ძაან რო გვინდოდა მარა მაგანაც აურია,ცოტა დრო უნდა ამ ხალხსაც რო შეეჩვიონ გუნდს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 19 იანვარი 2021 00:36
    0
    გუშინ არ ყოფილა მოედანზე და წაგებას ამას ვერ დავაბრალებთ,
    თუმცა MVP -დ ხესუს ხოლ მანსანო დასახელდა, სასტვენის გარდა ბილბაოს საჯარიმოსთან იდგა და ჩამშლელის ფუნქციებსაც ითავსებდა ტიპი smiley
    მაგრამ ალბა რომ ლენგლეს გავდა, ეს ფირპოს ბრალია?!?!?!?!
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 19 იანვარი 2021 00:15
    1
    რატო ბევრი ფული გვაქვს თუ ცოტა ხლამი გუნდში? მოაშორეთ აქედან ეს და ბალდე დააწინაურეთ
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #3 18 იანვარი 2021 23:52
    1
    კატალონიელებს სურთ ფირპოში ფული აიღონ იმისათვის, რომ მისი შემცვლელი დაიმატონ. ვინაიდან ასეთი ვარიანტი ჰორიზონტზე არ მოჩანს, "ბლაუგრანამ" გადაწყვიტა 24 წლის ფეხბურთელს ამ ეტაპზე არ შეელიოს

    My Webpage
    Culé [?]
    #2 18 იანვარი 2021 23:47
    2
    გასაშვებია. ფაფხურობს. ნულია. ბალდე დააწინაურონ ჯობს.
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    "ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    " ხარისხი შედეგის გარეშე უსარგებლოა. შედეგი ხარისხის გარეშე მოსაწყენი. "
    Culé [?]
    #1 18 იანვარი 2021 23:43
    0
    არ ამართლებს და ბარემ ბალდესთვის მიეცათ შანსი. რამდენ რამეს აბრკოლებს არჩევნების გადადება ნერვები მეშლება პირდაპირ😡
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"