რამ შეუშალა ხელი ბარსას ვილიალიბრეს გაფორმებაში

რამ შეუშალა ხელი ბარსას ვილიალიბრეს გაფორმებაში

როგორც ესპანური გამოცემა Sport იტყობინება, ბილბაოს „ატლეტიკის“ თავდამსხმელი, ასიერ ვილიალიბრე, რომელმაც გუშინ „ბარსასთან“ ანგარიში გაათანაბრა და რომელისთვის იდაყვის ჩარტყმის გამოც ლეო მესი მოედნიდან გააძევეს, კატალონიურ გრანდში გადასვლასთან ახლოს იყო.

23 წლის ფეხბურთელმა 2017-2018 წლების სეზონი იჯარით „ვალიადოლიდში“ გაატარა, შემდეგ კი „ლორკაში“ გაანათხოვრეს. ამ დროის განმავლობაში, მან 29 შეხვედრაში მხოლოდ 3 გოლი მიითვალა. თუმცა, ხსენებული წყაროს ინფორმაციით, ბასკმა „ბარსელონას“ ყურადღება მაინც მიიქცია. ბუნებრივია, ასიერი სარეზერვო გუნდისთვის განიხილებოდა. მაგრამ, ვინ იცის, იქნებ პირველ გუნდამდეც მოეღწია და დღეს სწორედ მესის თანაგუნდელი ყოფილიყო.

მიუხედავად იმისა, რომ „ბლაუგრანა“ ვილიალიბრეს ტრანსფერის განხორციელებას ბოლო მომენტამდე ცდილობდა, შეთანხმება არ შედგა, რაშიც გარკვეული წვლილი „ბილბაოს“ დირექტორ რაფა ალკორტას მიუძღვის, რომელმაც ახალგაზრდა მოთამაშე ქვედა დივიზიონში საასპარეზოდ ვერ გაიმეტა და არ გაყიდა.

საბოლოოდ, ასიერის ტრანსფერის ჩაშლის შემდეგ, „ლურჯ-ბროწულსიფერებმა“ “ალბასეტედან“ ალბანელი რეი მანაი დაიმატეს.

რაც შეეხება ვილიალიბრეს, ის „ატლეტიკში“ დააწინაურეს, თუმცა ბასკთა ყოფილი მწვრთნელის, გაისკა გარიტანოს თავკაცობით დიდი სათამაშო დრო არ ჰქონია.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 12 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #12 19 იანვარი 2021 14:03
    0
    და რა, ბარსას დონეა ეს სიმულიანტი? ასეთი ნაგავი ვედრო ლარად ყრია.
    იმდენი SPORT-ის დედაც, რამდენიც იდაყვი არ ჩაურტყია, გველივით ისე იკლაკნებოდა გეგონებოდა მოკლესო, ეგ სიმულიანტი პროვოკატორი.
    იმ ბარსას დედაც თუ 31 იანვარს ის საყვირი არ გაუკეთეს უკან.
    ფანი [?]
    #11 19 იანვარი 2021 09:40
    1
    რად მინდოდა ეგ სირბანჯო კიდე კაი. Ვილიალიბრე არა შაშაკოლა. ლორკაში მოკვდება ან ალკორკონში
    Culé [?]
    #10 19 იანვარი 2021 00:33
    2
    გამოართვა ეხლა ეგ საყვირი და გადაამტვრიო ზურგზე rage rage
    Culé [?]
    #9 18 იანვარი 2021 23:46
    1
    კიდე კაი არ გავიფორმეთ. რათ გვინდოდა ეს.
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    Culé [?]
    #8 18 იანვარი 2021 23:42
    0
    ახლა გამოაბამენ კუდებს და დაიწყება ინიაკის მიყვანა შეეძლოთ, მუნიაინს ძაან იაფად ითრევდნენ. რატო არ ეზარებათ🥱. რა ჩემ ლენგლედ გვინდოდა ეგ კუნძი ნეტა, მარა მართალია, 2017 ის წელია ვალვერდე რომ მოგვევლინა და ვალოდას მასეთი იგროკები კი ჭირდებოდა მართლაც
    ფანი [?]
    #7 18 იანვარი 2021 23:40
    0
    ამნაირი მუჯაჰედირები რა ჯანდაბად გვინდა გუნდში, ვინც გვყავს ისინიც გასაყრელები არიან(ლენგლე, ალბა, ფირპო, ბრაიტვეიტი,)
    ფანი [?]
    #6 18 იანვარი 2021 23:35
    0
    რათქმაუნდა მესისგან არასპოტრული ქმედება იყო, მარა ეს ის მომენტი იყო როცა იმავე სიტუაციაში მაგალითად იბრა ტრაკიდან ნეკნსაც კი გამოაცლიდა. ამიტომ დიდი არაფერი, ზედმეტად პატარა ტანად ლევიკო და არ შეეფერება ეგეთი საქციელები თორე ბუციც რო ჩაერტყა მერე სახეში და დაემჩნია სამახსოვროდ შიპები, ეგაც არ იქნებოდა ურიგო :))
    ფანი [?]
    #5 18 იანვარი 2021 23:21
    0
    ვის რად უნდა ეს სიმულიანტი გუნდში.თანაც ამის ადგილი რაგბშია და არა ფეხბურთში, თუმცა რა მნიშვნელობა აქვს რომელ სახეობაშიც არ უნდა ითამაშოს ყველგან მსოფლიო დონის სიმულიანტი იქნება ასე რომ მისი ადგილი არცერთი სპორტის სახეობაში არ არის.
    Culé [?]
    #4 18 იანვარი 2021 23:16
    2
    კიდე კაი არ მოიყვანეს :D
    ფანი [?]
    #3 18 იანვარი 2021 23:15
    2
    ვილილიბრე და ლენგლეებით რო ვართ სავსე მიტო ვართ ბილბაოს დონე ზუსტად :)
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 18 იანვარი 2021 23:11
    2
    კიდე კაი არ მოიყვანეს
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #1 18 იანვარი 2021 23:06
    3
    მესის იდაყვი არ ჩაურტყია, ხელი აიქნია მოსაშორებლად და ამან გააფორმა