"მილანი" უმტიტის ტრანსფერით ინტერესდება
- 18-01-2021, 22:59
-
ჯერემი რენერი
- 11

"ბარსელონას" 27 წლის ფრანგი მცველის, სამუელ უმტიტის შეძენით იტალიური "მილანი" დაინტერესდა, თუმცა ფეხბურთელის მაღალი ხელფასი შესაძლო ტრანსფერში უდიდეს დაბრკოლებას წარმოადგენს, ინფორმაციას La Gazzetta Dello Sport ავრცელებს.
გავლენიანი იტალიური გამოცემის ცნობით, მილანელებმა შესაძლოა მცველის იჯარით გადაბირების ვარიანტიც განიხილონ. მიმდინარე სეზონში უმტიტიმ "ბარსელონას" მაისურით მხოლოდ 4 შეხვედრა ჩაატარა (3 ლა ლიგაში, 1 ჩემპიონთა ლიგაზე).
სამუელ უმტიტი "ლურჯ-ბროწეულისფერთა" რიგებში 2016 წლიდან ასპარეზობს (120 მატჩი, 2 გოლი) მან გუნდთან ერთად 6 ტიტული მოიგო.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 11 ]