ჟუნიორ ფირპოს მიმართ ინტერესს "მილანი" და "ვესტ ჰემი" იჩენენ
- 18-01-2021, 17:55
-
kraken
- 9

ESPN-ის ინფორმაციით, "მილანი" და "ვესტ ჰემი" ჟუნიორ ფირპოს მიმართ ინტერესს იჩენენ.
მილანელებს განაპირა მცველის იჯარის წესით დამატება სურთ, ხოლო "ბარსელონას" მისი გაყიდვა აქვს გადაწყვეტილი.
"როსონერისაგან" განსხვავებით, "ჩაქუჩებს" დომინიკელი ფეხბურთელის შეძენა სურთ. "ბარსელონამ ფირპო "ბეტისიდან" 20 მილიონ ევროდ შეიძინა და გასხვისებაც სწორედ ამ ფასად სურს.
ჟუნიორი გუნდში სათამაშო დროის ნაკლებობას განიცდის. ბოლოს მან სრულად "ეიბართან" ითამაშა, სადაც საგოლე გადაცემაც შეასრულა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]