რონალდ კუმანი ფეხბურთელებს 2 დღით დაასვენებს

რონალდ კუმანი ფეხბურთელებს 2 დღით დაასვენებს

ესპანეთის სუპერ თასზე "ბარსელონამ" ორი შეხვედრა ითამაშა. ძირითად დროში არც ერთი მათგანის ბედი გადაწყვეტილა და ორივე შემთხვევაში გუნდს დამატებითი ტაიმების ჩატარება მოუწია.

მცირე პერიოდში ასეთი ფიზიკური დატვირთვის გამო, ბუნებრივია, რომ ფეხბურთელებს დასვენება ესაჭიროებათ. შესაბამისად, რონალდ კუმანმა გუნდს 2 დღით დასვენების უფლება მისცა.

მომავალ შეხვედრაში კოპა დელ რეიზე "ბარსელონას" "კორნელიას" სახით სუსტი მეტოქე ჰყავს, ასე რომ დასვენების შემდეგ, შემადგენლობაში მრავალმხრივი როტაცია მოსალოდნელია.

ხვალ ფეხბურთელებს "სიუტატ ესპორტივაზე" მისვლა მხოლოდ PCR ტესტების ჩასაბარებლად მოუწევთ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 19 იანვარი 2021 16:50
    0
    კორნელია ბარსა ბ-ს ჯგუფში ყოფილა.
    საღადაო ისაა, რომ დეპორტივო, რომელმაც ერთ დროს ლა ლიგაც მოიგო და ჩემპიონთა ლიგაზე გამოდიოდა, დღეს სადღაც ქვესკნელშია, ანუ სეგუნდა დივიზიონიდანაც (ლა ლიგა 2) გავარდა.
    ფანი [?]
    #6 18 იანვარი 2021 23:14
    0
    ძალიან გადაღლილები არიან, დასვენება მართლა ჭირდებატ მითუმეტეს დე იონგს პედრის არაუხოს, მესისაც და დემბელესაც, მაგრამ ისიც არ დაგვავიწყდეს ამ გუნდმა ატლეტიკო გამოაგდო
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 18 იანვარი 2021 20:52
    2
    "მომავალ შეხვედრაში კოპა დელ რეიზე "ბარსელონას" "კორნელიას" სახით სუსტი მეტოქე ჰყავს, ასე რომ დასვენების შემდეგ, შემადგენლობაში მრავალმხრივი როტაცია მოსალოდნელია".
    არ დაგავიწყდეთ პატივცემულებო, მეტოქის პატივისცემა. ასე ვიძახდით ყველა იმ თამაშზე რომლებიც საბოლოოდ ან წავაგეთ ან ქულები დავკარგეთ. გუშინდელი შეხვედრაც გვეყოფა გაკვეთილისთვის და ნუ დავიწყებთ ისევ ძველებურ: ამოვტენით, ბურთს გადავახევთ, ლეო შეყრის, ან უარესი გრიზი შეყრის... მოკლედ კორნელიამ, რომელიც ვიღაცისთვის "სუსტი მეტოქეა" წინა ტურში ატლეტიკო გამოაგდო. ასე რომ, აქედანვე ნუ შევქმნით ილუზიას თითქოს უკვე მერვედფინალში ვართ, იმედია კუმანი თქვენ არ მოგისმენთ და სათამაშოდ ბარსა ბ-ს არ გამოიყვანს.

    ციტატა: Iniesta_8
    რა ტყუილად ითამაშეს ორი შეხვედრა 120 წუთი. 2 მილიონი კი გააკეთეს მარა ეგ რა ჩემი ფეხებია. მესის ორი კვირის ხელფასია.

    როგორც მახსოვს, 2 მილიონი თასის მფლობელს ატლეტიკს შეხვდა. მეორეადგილოსანს ცოტა ნაკლები უნდა მიეღო.
    Culé [?]
    #4 18 იანვარი 2021 19:47
    1
    მართლა ძაან დატვირთულია კალენდარი. კორნელასთან დაასვენოს ვისაც ხშირად უწევს თამაში.
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 18 იანვარი 2021 18:19
    2
    გადაწვა კამანდა სიქა გააძრო ეგება ამოისუნთქონ ცოტა ამ ორ დღეში
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #2 18 იანვარი 2021 18:06
    0
    რა ტყუილად ითამაშეს ორი შეხვედრა 120 წუთი. 2 მილიონი კი გააკეთეს მარა ეგ რა ჩემი ფეხებია. მესის ორი კვირის ხელფასია.
    Culé [?]
    #1 18 იანვარი 2021 17:42
    1
    ძირითადის ხალხის დასვენევის დროა და კორნელიასთან პუჩი უნდა იყოს ძირითადში.
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    "ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    " ხარისხი შედეგის გარეშე უსარგებლოა. შედეგი ხარისხის გარეშე მოსაწყენი. "