ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 18 იანვარი
წარმოგიდგენთ რუბრიკას "ერთი დღე "ბარსელონას" ისტორიაში. ამჯერად შემოგთავაზებთ "ბარსელონასთან "დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 18 იანვარს მოხდა.
თამაშები
18 იანვარს "ბარსელონამ" 13 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 7 მოიგეს, 4 ფრედ დაასრულეს და 2 წააგეს.
1931 წელი
"რეალ უნიონთან" გასვლით მატჩში (1-1) "ბარსელონამ" ლა ლიგაში თავისი მე-100 გოლი გაიტანა, რომლის ავტორიც აროშა გახდა.
1954 წელი
დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი ანტონიო ოლმო. 1976-1984 წლებში მან ლა ლიგაში "ბლაუგრანას" მაისურით 188 თამაში ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.
1971 წელი
დაიბადა "ბარსელონას" ლეგენდარული კაპიტანი და მწვრთნელი პეპ გვარდიოლა. 1990-2001 წლებში მან "ბლაუგრანას" ფორმით 378 შეხვედრა ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და 37 საგოლე გადაცემა გააკეთა. პეპმა "ბარსელონაში" , ფეხბურთელობის დროს 15 ტიტული მოიგო - 6 ლა ლიგა, 3 ესპანეთის სუპერ თასი, 2 ევროპის სუპერ თასი. ესპანეთის თასი, ჩემპიონთა ლიგა, თასების მფლობელთა თასი. 2008-2012 წლებში ის "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი იყო. ამ 4 წლის განმავლობაში გვარდიოლას გუნდმა 14 ტიტული მოიგო - 3 ლა ლიგა, 2 ესპანეთის თასი, 3 ესპანეთის სუპერ თასი, 2 ჩემპიონთა ლიგა, 2 ევროპის სუპერ თასი, 2 მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი.
1971 წელი
დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი პაბლო მაკედა. 1991-1993 წლებში მან ლა ლიგაში 3 თამაში ჩაატარა.
1998 წელი
დაიბადა "ბარსელონას" ქალთა გუნდის ფეხბურთელი აიტანა ბონმატი.
2003 წელი
"ბარსელონამ" "კამპ ნოუზე" "ვალენსიასთან" ანგარიშით 2-4 წააგო. ამ მარცხის შემდეგ გაცოფებულმა გულშემატკივრებმა, ძირითადად რადიკალური დაჯგუფების Boixos Nois-ის წევრებმა სტადიონის ფანჯრები და კარები დაამსხვრიეს. მათ იერიში ჟურნალისტებზეც მიიტანეს. კატალონიელთა მთავარმა მწვრთნელმა, ლუი ვან გაალმა, ამის შემდეგ მხოლოდ ერთი თამაშის ჩატარება მოასწრო ("სელტასთან" 0-2) და გუნდი იმ დროს დატოვა, როდესაც გასავარდნ ზონასთან სხვაობა 3 ქულა იყო.
2012 წელი
ესპანეთის თასის 1/4 ფინალის პირველ მატჩში "ბარსელონამ" "რეალ მადრიდი" მადრიდში 2-1 დაამარცხა. სტუმართა მხრიდან გოლები კარლეს პუიოლმა და ერიკ აბიდალმა გაიტანეს.
2015 წელი
"ბარსელონამ" "დეპორტივო" სტუმრად 4-0 გაანადგურა. ანდრეს ინიესტამ ლა ლიგაში 350-ე თამაში ჩაატარა, ლეო მესიმ კი აქტივში მორიგი ჰეთ თრიქი მიითვალა.
2024 წელი
"უნიონისტას სალამანკასთან" ესპანეთის თასზე 3-1 მოგებულ შეხვედრაში "ბარსელონას" პირველ გუნდში პაუ კუბარსის დებიუტი შედგა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]