პეპ გვარდიოლა იუბილარია

დღეს, "ბარსელონას" ლეგენდარული ფეხბურთელი და მწვრთნელი, პეპ გვარდიოლა, 50 წლის გახდა.
გვარდიოლამ საფეხბურთო კარიერა "ბარსელონაში" 1984 წელს დაიწყო და პირველი გუნდის წევრი 1990 წელს გახდა. 11-წლიანი ასპარეზობის განმავლობაში, მან 15 ტიტულის მოპოვება შეძლო: 1 ჩემპიონთა თასი, 1 თასების მფლობელთა თასი 6 ლა ლიგა, 1 ესპანეთის თასი, 4 ესპანეთის სუპერ თასი, 2 ევროპის სუპერ თასი. 2001 წელს, მან "ბლაუგრანა" დატოვა და სათამაშოდ იტალიას მიაშურა.
მწვრთნელის რანგში კი გვარდიოლა კლუბის "ოქროს ხანის" მთავარი შემოქმედი გახდა. 2008-2012 წლებში, "ბარსამ" 14 ტურნირი მოიგო: 2 ჩემპიონთა ლიგა, 3 ლა ლიგა, 2 ესპანეთის თასი, 3 ესპანეთის სუპერ თასი, 2 ევროპის სუპერ თასი, 2 მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]