ცუდი მოგონებები სევილიასთან

ცუდი მოგონებები სევილიასთან

"ბარსელონა" დღეს ესპანეთის სუპერ თასის ფინალს ჩაატარებს ქალაქში, რომელთანაც კარგი მოგონებები ნამდვილად არ აკავშირებს.

კატალონიურ კლუბს სევილიაში ერთმატჩიანი ფინალი 2-ჯერ უთამაშია და ორივე დათმო, პირველი მათგანი კი განსაკუთრებით მტკივნეული იყო.

1986 წელს "ბარსელონა" ჩემპიონთა თასის (ამჟამინდელი ჩემპიონთა ლიგა) ფინალში 25-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად, ისტორიაში კი მეორედ გავიდა. თამაშში, რომელიც სევილიას "სანჩეს პისხუანზე" გაიმართა, "ბარსელონას" მეტოქე რუმინული "სტიაუა" იყო. ძირითადი და დამატებითი ტაიმები უგოლოდ დასრულდა და საქმე თერთმეტმეტრიანების სერიამდე მივიდა. "ბარსელონას" მეკარემ, ურუტიმ პირველი 2 დარტყმა კი მოიგერია, მაგრამ ეს საკმარისი არ გამოდგა. თამაშის გმირად რუმინელთა კარის დარაჯი ჰელმუტ დუკადამი (სურათზე) იქცა, რომელმაც ოთხიდან 4 დარტყმა მოიგერია და მისმა გუნდმა პენალტების სერიაში 2-0 მოიგო.

სევილიაში გამართული მორიგი ფინალი 2019 წელს გაიმართა. ესპანეთის თასის გადამწყვეტ დაპირისპირებაში "ბარსა" "ვალენსიას" დაუპირისპირდა. "ბენიტო ვილამარინზე" გამართულ შეხვედრაში "ღამურებმა" 2-1 მოიგეს. იმ მატჩში "ვალენსიას" მთავარი მწვრთნელი მარსელინიო იყო, რომელიც დღეს "ბარსასს" უკვე "ბილბაოსთან" ერთად დაუპირისპირდება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #8 17 იანვარი 2021 23:13
    0
    მთავარია ცენტრი არ დავკარგოთ და ბილბაოს შეტევებზე მცველები პანიკაში არ ცავარდნონ
    წევრი [?]
    #7 17 იანვარი 2021 23:02
    0
    უნდა მოვიგოთ ხალხო, ახალგაზრდების იმედიც მაქვს იმედია თამამად და გახსნილად ითამასებენ, ნიჭიერი ბიწები მოდიან
    წევრი [?]
    #6 17 იანვარი 2021 19:41
    0
    Მართალია კარგი მოგონებები არ გვაკაჳშირებს ამ ქალაქთან მაგრამ დაივიწყონ ეს ყველაფერი და უბრალოდ მოიგონ!

    C.PC5,
    Ბარსას კი მოტივაციას მისცემს!
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 17 იანვარი 2021 16:39
    0
    სტადიონს თავი დაანებეთ, მთავარი მეტოქეა. მე მგონი ყველას ახსოვს 2015 წლის სუპერთასი, რა გუნდი გვყავდა, ხოდა თბილისიდან ევროპის სუპერთასით დაბრუნებულებს რა დაგვმართეს ბილბაოში. ვისაც არ გახსოვთ 0-4. მეორე თამაშიც კი ვერ მოვიგეთ ისე იყვნენ დაგეშილები ბასკები.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 17 იანვარი 2021 16:26
    1
    პირველი ლატარეა იყო, მეორე ყველას გვახსოვს ენფილდის მერე რა შემართებით გავიდა გუნდი. ასე, რომ ეს სტატისტიკა არაფრის მთქმელია და დღეს უნდა დაირღვეს.
    Culé [?]
    #3 17 იანვარი 2021 15:43
    0
    დღეს მოვიგებთ და ყრადიცია დაირღვევა ❤💜
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    Culé [?]
    #2 17 იანვარი 2021 15:14
    0
    დღეს უეჭველი მოვიგებთ მესიც იქნებაო
    Culé [?]
    #1 17 იანვარი 2021 15:01
    1
    მართლა ცუდი სტადიონია ჩვენთვის. თან მარსელინიოს რომ ყავს ბარსა დამარცხებული მაგ სტადიონზე ორმაგად გაუზრდის ეგ ფაქტი ბილბაოს თავდაჯერებას😞