ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 17 იანვარი

ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 17 იანვარი

წარმოგიდგენთ რუბრიკას "ერთი დღე "ბარსელონას" ისტორიაში. ამჯერად შემოგთავაზებთ "ბარსელონასთან "დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 17 იანვარს მოხდა.

თამაშები

17 იანვარს "ბარსელონამ" 18 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 12 მოიგეს, 4 ფრედ დაასრულეს და 2 წააგეს.

1939 წელი

"ბარსელონას" დირექტორთა საბჭომ გადაწყვიტა, 1936 წელს ფრანკოს რეჟიმის მიერ დახვრეტილი პრეზიდენტი ჟოზეპ სუნიოლი, პატივისცემის ნიშნად, პრეზიდენტად "დაუსწრებლად" ეცნო.

1955 წელი

დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი ესტებან ვიგო. მან, 1977-1987 წლებში, ლა ლიგაში "ბარსელონას" მაისურით 166 შეხვედრა ჩაატარა და 18 გოლი გაიტანა. ვიგომ ესპანეთის ჩემპიონატი, ქვეყნის სუპერ თასი, თასების მფლობელთა თასი, 2-ჯერ ესპანეთის ლიგის თასი და 3-ჯერ ესპანეთის თასი მოიგო.

1968 წელი

კლუბის პრეზიდენტი გახდა ნარსის დე კარერასი, რომელმაც ინაუგურაციის დროს წარმოთქვა სიტყვები "მეტი ვიდრე კლუბი" (mes que un club!).

1970 წელი

დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი ჩაბიერ ესკურსა. 1994-95 წლებში მან "ბლაუგრანაში" 19 შეხვედრა ჩაატარა და ესპანეთის სუპერ თასი მოიგო.

2009 წელი

"ბარსელონამ" "კამპ ნოუზე" "დეპორტივო" 5-0 გაანადგურა. გოლები მესიმ, ეტო'ომ (2) და ანრიმ (2) გაიტანეს.

2016 წელი

ესპანეთს სუპერ თასზე განადგურების გამო "ბარსელონამ" რევანში აიღო და "ბილბაო" ლა ლიგაში 6-0 დაამარცხა. გოლები სუარესმა (3), მესიმ, ნეიმარმა და რაკიტიჩმა გაიტანეს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 20 იანვარი 2022 15:13
    0
    2009 წელი
    "ბარსელონამ" "კამპ ნოუზე" "დეპორტივო" 5-0 გაანადგურა. გოლები მესიმ, ეტო'ომ (2) და ანრიმ (2) გაიტანეს.

    რა დრო იყო, გოლების თვლას რო ვერ ავუდიოდით.
    ფანი [?]
    #4 17 იანვარი 2021 19:27
    0
    დღესეც კარგი იქნებოდა მაგავსი ანგარიშით ამ ფინალის მოგება❤️
    Culé [?]
    #3 17 იანვარი 2021 14:56
    1
    მეტი ვიდრე კლუბი❤️. ბილბაოს იმედია დღესაც დავადუღებთ!
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 17 იანვარი 2021 14:15
    0
    სიტყვები "Mes que un qlub" და მე ერთი ასაკის ვყოფილვართ.🤗
    Culé [?]
    #1 17 იანვარი 2021 12:37
    0
    ხოდა დღესაც მოვუგებთ ბილბაოს იმავე ანგარიშით გაგვიჭირდება მაგრამ მოვიგებთ.💜❤
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    "ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    " ხარისხი შედეგის გარეშე უსარგებლოა. შედეგი ხარისხის გარეშე მოსაწყენი. "