ბარსელონა-ბილბაო - სერხიო ბუსკეტსი თამაშის წინ

ბარსელონა-ბილბაო - სერხიო ბუსკეტსი თამაშის წინ

"ბარსელონას" საყრდენმა ნახევარმცველმა სერხიო ბუსკეტსმა ესპანეთის სუპერ თასის ფინალში "ბილბაოსთან" მნიშვნელოვანი მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების საინტერესო კითხვებს უპასუხა.

სერხიო ლოსანოს ("ბარსას" ფუტსალის გუნდის წევრი) სწრაფად გამოჯანრთელებას ვუსურვებ. ჩვენ, მთელი გუნდი, მას ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებთ.

ძალიან მოტივირებულები და ბედნიერები ვართ იმით, რომ სეზონის პირველი ტიტულის მოგების შესაძლებლობა გვაქვს. ჩვენთვის სეზონი ყოველთვის რთულია, მაგრამ გუნდი უკეთესი და უფრო თავდაჯრებული ხდება.

პედრი? რაც პედრიმ უნდა გააკეთოს, ისაა, რომ გააგრძელოს იმის კეთება, რასაც ახლა აჩვენებს. პედრის კლუბში ცოტა დრო აქვს გატარებული, მაგრამ მას საოცარი ნიჭი და განვითარების დიდი მარაგი აქვს.

კლუბში ბევრი რამ მოხდა, რის გამოც რთული სიტუაციაა, უკიდურესიც კი. ასევე არის პანდემია, რაც სიტუაციას უფრო აუარესებს. ყველას გვინდოდა, რომ საპრეზიდენტო არჩევნები რაც შეიძლება მალე ჩატარებულიყო, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ჯანრთელობაა.

მესი? ის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია. აშკარაა, რომ, თუ ის თამაშობს, მოგების შანსები იზრდება. ის გადაწყვეტილებას ექიმებთან ერთად მიიღებს.

"ბილბაომ" 1/2-ფინალში შესანიშნავი მატჩი ჩაატარა.

გვინდა მოგებათა სერია გავაგრძელოთ. სუპერ თასის მოგება დიდი წინაგდადგმული ნაბიჯი იქნებოდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ამ გუნდს შეუძლია, განვითარება განაგრძოს. უფრო მეტი გვსურს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 9 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #9 17 იანვარი 2021 14:00
    0
    ბუსის შეუძლია გადამწყვეტი როლის თამაში ამ მატჩი საუკეთესო ფორმაშია ბოლო წლების ფაქტია და იმედია მაქსიმალურად უშეცდომო იქნება
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 17 იანვარი 2021 04:19
    0
    მესის ყოლა ეს იგივეა, რაც ერთნაირი სიმძლავრის 2 მანქანა დააყენო სტარტზე და ერთს 2 ტურბინა ჩაუყენო.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 17 იანვარი 2021 00:06
    0
    დე იონგის ზემოთ აწევამ უშველა ამას მარა ეს უაზრო ტრიალები ისევ შემორცენილი აქვს და სულ გული მისკდება მაგას რო აკეთებს მგონია რო დაკარგავს
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    გულშემატკივარი [?]
    #6 16 იანვარი 2021 23:39
    1
    Კუმანს ვაფასებ იმიტომ რომ ბიჭებს იმედი და მონდომება გაუჩინა ❤️💙
    ფანი [?]
    #5 16 იანვარი 2021 22:35
    2
    აუცილებლად მოსაგები ტიტულია რომელიც კლუბს მეტ გამბედაობას და მუხტს შემატებს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 16 იანვარი 2021 21:59
    1
    ბილბაომ 1/2 ფინალში სერიოზული მატჩი ჩაატარა, მართალი ხარ სერხიო
    ოლიმპიური ერთმატჩიანი გატაამშება თითოეულ შეხვედრას ფინალის სახეს აძლევს
    აქ ყველა მატჩი ფინალია
    ვის მოეხნა მინდორ-ველი ფინალში?! როდესაც იყო აზრი, რომ ფინალებს არ აგებდა? ჰო, სწორედ მიხვდით...
    ბევრ წაგებული ფინალსა და მის ტოლფას მატჩს ვუსურვებ რეალმადრიდს
    უფრო მეტად კი ფინალებს ვუსურვებ სანატრელს, შორეულ ოცნებებში
    Culé [?]
    #3 16 იანვარი 2021 21:55
    2
    ბუსი ბებერი ხარია, ვითომ ძირითადიდან უნდა ამოეგდოთ მაგრამ დაამტკიცა ვინცაა ყველაზე საჭირო კაცი ნახევარდაცვაში. ისე ვეინალდუმს თუ მოიყვანენ ზაფხულში პიანიჩი უნდა გაუშვან ჩემი აზრით.
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"
    Culé [?]
    #2 16 იანვარი 2021 21:52
    0
    დე იონგი ბუსი და პინიჩი დადგებიან ალბათ ხვალ ან პიანიჩის ნაცვლად პედრი.
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    "ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    " ხარისხი შედეგის გარეშე უსარგებლოა. შედეგი ხარისხის გარეშე მოსაწყენი. "
    რედაქტორი [?]
    #1 16 იანვარი 2021 21:36
    6
    ძირითადში ეს კაცი!!
    --------------------
    “No Matter Where Are You I Will Always Support And Love You ♥ ..”

    No Country for Old Men ❤️

    R e t i r e d