ლაუტარო: მესისთან ერთად "ინტერში" თამაში ჩემი ოცნება იყო

ლაუტარო: მესისთან ერთად "ინტერში" თამაში ჩემი ოცნება იყო

ცნობილია, რომ "ბარსელონას" ვარსკვლავ ლიონელ მესის გასულ ზაფხულში კატალონიური კლუბის დატოვება უნდოდა. მაშინ, როდესაც არგენტინელმა "ბლაუგრანას" გუნდიდან წასვლის სურვილის შესახებ აცნობა, 33 წლის ფეხბურთელი რამდენიმე კლუბს დაუკავშირეს, მათ შორის მილანის "ინტერსაც".

"ნერაძურის" შემტევმა, მესის თანამემამულემ, ლაუტარო მარტინესმა ამასთან დაკავშირებით Sportweek-თან ინტერვიუში განაცხადა:

მესისთან ერთად "ინტერში" თამაში ჩემი დიდი ოცნება იყო.

ლეოს გვერდით თამაში გასაოცარია. ის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია. გამიმართლა, რომ მასთან ერთად ნაკრებში ვთამაშობ. ის ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის ინსპირაციის წყაროა.

გასულ ზაფხულში ლაუტაროს "ბარსელონას" აქტიურად უკავშირებდნენ, თუმცა ტრანსფერ ვერ შედგა. 23 წლის ფეხბურთელი, რომელსაც მოქმედი კონტრაქტის ვადა 2023 წელს ეწურება, აცხადებს, რომ "ინტერის" დატოვებას არ ჩქარობს:

"ინტერში" ბედნიერი ვარ. მილანი შესანიშნავი ქალაქია. ხელშეკურლებასთან დაკავშირებით ჩემი აგენტი და კლუბი საუბრობენ, მე კი მშვიდად ვარ. მხოლოდ ის მინდა, რომ "ნერაძურის" ყველაფერი მივცე, შემდეგ კი შეთანხმება მივაღწიოთ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 17 იანვარი 2021 03:58
    0
    ინტერის ბოსები არ უნდა გაანაწყენოს, თორემ მესისთან თამაში მაგას დარწმუნებული ვარ ბარსელონაში უნდოდა და არა ინტერში და ვერც გაამტყუნებ.
    წევრი [?]
    #7 16 იანვარი 2021 23:43
    0
    Ინტერში ვერ მოგართვით
    Culé [?]
    #6 16 იანვარი 2021 22:41
    0
    აუ ეს რო ოდესმე ბარსელონაშI ვნახო არასდროს ვუყურებ ბარსას თამაშებს.
    ფანი [?]
    #5 16 იანვარი 2021 22:27
    0
    მესი ინტერში მხოლოდ ფიფაში ან სიზმარში თუ ითამაშებს😁
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 16 იანვარი 2021 21:10
    0
    ინტერი არა წნორის მილანი არგენტინაშიც გეყოფა მესის გვერდით თამაში
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    ფანი [?]
    #3 16 იანვარი 2021 21:05
    1
    არაა ნერაძუნძგლი ის გუნდი, სადაც მესი იმსახურებს თამაშს თუარა ოცნება კაია :D
    Culé [?]
    #2 16 იანვარი 2021 21:03
    1
    არგენტინაშიც გეყოფა.ამის მაგივრად ჰალანდი მოიყვანონ.
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    Culé [?]
    #1 16 იანვარი 2021 20:21
    0
    იოცნებე შენ ინტერში და ნეიმარმა პესეჟეში მესის ხილვა. ვაი შენს პატრონს. შენც კაი გრიზმანი გამოდექი. კიდე კაი არ ჩაგაფრინდა ბართომეუ და არ წამოგათრია.