ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 16 იანვარი

ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 16 იანვარი

განვაგრძობთ რუბრიკას "ერთი დღე "ბარსელონას" ისტორიაში". ამჯერად შემოგთავაზებთ "ბარსელონასთან "დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 16 იანვარს მოხდა.

1910 წელი

კატალონიის ჩემპიონატში "სენტრალთან" გამართული შეხვედრა "ბარსელონამ" 12-0 მოიგო. გოლები ფორნსმა (3), კომამალამ (5), უოლასმა (3) და ლიონსმა გაიტანეს.

1920 წელი

დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი (1944-1950) და მწვრთნელი (1963) ჟოზეპ გონსალვო. ფეხბურთელობის დროს მან 3-ჯერ ლა ლიგა, ერთხელ ლათინური თასი და 2-ჯერ ესპანეთის სუპერ თასი, ხოლო მწვრთნელობის დროს ქვეყნის თასი მოიგო.

1935 წელი

დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი მწვრთნელი (1982-83) უდო ლატეკი. მან გუნდს 1982 წელს თასების მფლობელთა თასი მოაგებინა.

1947 წელი

დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი კიკე კოსტასი. 1971-80 წლებში მან "ბლაუგრანას" მაისურით ლა ლიგაში 170 თამაში ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა. კოსტასმა ლა ლიგა, ესპანეთის თასი, თასების მფლობელთა თასი და ბაზრობათა თასი (ახლანდელი ევროპის ლიგა) მოიგო. 1987-1989 წლებში ის "ბარსელონა C-ს" მწვრთნელი იყო, ხოლო 1989-1996, 2002-2003 და 2005-2007 წლებში "ბარსა ბ-ს" თავკაცობდა.

1959 წელი

დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი რამონ კალდერე. 1984-1988 წლებში მან ლა ლიგაში 110 შეხვედრა ჩაატარა და 15 გოლი გაიტანა. მოიგო ლა ლიგა და ესპანეთის თასი.

1980 წელი

დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი სეიდუ კეიტა. მალელმა ნახევარმცველმა, 2008-2012 წლებში, "ბარსელონას" მაისურით 188 თამაში ჩაატარა და 22 გოლი გაიტანა. მან 3-ჯერ  ლა ლიგა, 2-ჯერ თასი, 3-ჯერ ესპანეთის სუპერ თასი, 2-ჯერ ჩემპიონთა ლიგა, 2-ჯერ ევროპის სუპერ თასი და 2-ჯერ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.

2014 წელი

ჩავიმ "ბარსელონას" მაისურით მე-700 თამაში ჩაატარა. ეს "ხეტაფესთან" თასზე გამართულ შეხვედრაში (2-0) მოხდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #4 16 იანვარი 2021 15:04
    0
    12-0 😂😂😂😂😂
    Culé [?]
    #3 16 იანვარი 2021 14:53
    0
    ერთგული ჯარისკაცი სეიდუ, უღალატო და საიმედო barca-6
    Culé [?]
    #2 16 იანვარი 2021 11:52
    0
    კეიტა მაგარი კაცი გვყავდა სათადარიგოზე❤️
    Culé [?]
    #1 16 იანვარი 2021 11:04
    0
    ყველაფრერი კარგი რამ მომხდარა ამ დღეს 12-0 მომეწონა😁😁
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"