შეთანხმება არ შედგა, ერიკ გარსიას ტრანსფერი ზაფხულამდე გადაიდო

შეთანხმება არ შედგა, ერიკ გარსიას ტრანსფერი ზაფხულამდე გადაიდო

კარლეს ტუსკეტსსა და "ბარსელონას" პრეზიდენტობის სამ კანდიდატს შორის ცოტა ხნის წინ გამართულ შეხვედრაზე ერიკ გარსიას ტრანსფერთან დაკავშირებით შეთანხმება ვერ შედგა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ახალგაზრდა ცენტრალური მცველი კატალონიურ კლუბში მიმდინარე თვეში ვერ დაბრუნდება.

Mundo Deportivo-ს ცნობით, ერიკ გარსიაში ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ფულის გადახდაზე სამივე კანდიდატი ვერ შეთანხმდა, რის გამოც, ეს საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნა. ეს ნიშნავს, რომ 20 წლის უკანახაზელი "ბარსელონაში" სეზონის ბოლოს უფასოდ დაბრუნდება.

გავრცელებული ინფორმაციით, ერიკ გარსიას ახლა დამატების წინააღმდეგია არჩევნების მთავარი ფავორიტი ჟოან ლაპორტა, რომელიც მიიჩნევს, რომ "მანჩესტერ სიტის" მცველში ფულის გადახდას სჯობს გუნდმა ნდობა რონალდ არაუხოსა და ოსკარ მინგესას გამოუცხადოს.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 13 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #13 17 იანვარი 2021 01:08
    0
    ეს იყოს ყველაზე ცუდი ინფო, რაც ბარსას ეხება.
    ფანი [?]
    #12 16 იანვარი 2021 22:05
    0
    ახლა ისეთ სიტუაციაშია კლუბი ფულის გადახდას ნამდვილად ჯობს მოცდა და უფასოდ მოყვანა, თან არაა ისეთო რომ აუცილებლად აღმოფხვრის პრობლემას, მაგრამ ისე ვფიქრობ არაუხოს კარგად შეუწყვილდება
    საიტის ლეგენდა  [?]
    #11 16 იანვარი 2021 14:38
    0
    ზაფხულში უფასოდ და ზედმეტი გართულებების გარეშე მოაცუნცულებენ
    დეპაისაც ფალნგზე და ანსუ 9-იანზე გადაიწევს, პოზიციებს გაცვლიან ხოლმე და ამით არაფერი დაშავდება
    ანსუს დუბლიორი დასჭირდება, მაგრამ ბრაითვაითი ძალიან დაბალი დონეა, კლასგარეშე და გრიზმანი კიდევ რავი...
    ასაკოვანი კლასნი ფორვარდი შეიძლება სერია ა-დან მოაგდო კაცმა, იქ აქვთ მაგისი კაი ტრადიცია
    რომ ბერდება და არ ძველდება, ეგეთი ტიპი ვინმე, სკამიდან რომ 12-15 შეაგდებს
    ფლანგი-ცენტრი ორივეგან რომ მოქმედებდეს, ეგეთი
    მიხვდით ალბათ პირველ რიგში ვინ მყავდა მხედველობაში barca-6
    Culé [?]
    #10 16 იანვარი 2021 04:29
    4
    ეს ბიჭი რო საჭიროა მაგაში 2 აზრი არაა, მაგრამ ვინმე ამიხსნის არაუხოს ან მინგესას რითი ჯობია? ყველა თამაში მაქ ნანახი და გამისწორდება თუ მოვა. არ ვიძახი მინგესა ჯობიათქო უბრალოდ ესე ვაიმე მოიყვანეთ ზამთარში ეგ მომენტი რატო ჭირთ ვერ ვამუღამებ. თორე რაც უფრო მეტი ნიჭიერი ლამასიელი დაბურნდება მით გამიხარდება barca-1
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 16 იანვარი 2021 02:06
    3
    აჰა ესეც მე ვარ, საღო ლაპო აბა რა გარსიაზე არაფრით ნაკლები ბიჭები არ გვყავს, მე მამენტ მირჩევია ორივე ჯერ მარტო ფიზიკურობით გარსიას ვაფშე ტოდიბოც კი მირჩევია ასაკი ერთი აქთ თან რო არ გაეგდოთ ასე გამოუცდელათ ვინ იცის კუმანს მოწონებოდა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 16 იანვარი 2021 01:30
    2
    იმედია არც ზაფხულში შედგება
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #7 16 იანვარი 2021 01:29
    3
    აი ლაპორტა აქედანვე რომ სწორად იქცევა❤️❤️❤️ 🙌 ძაან გამიხარდა რომ არ მოიყვანენ ამას იანვარშივე და არ გადაყრიან ტყუილად ფულს.
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"
    ფანი [?]
    #6 16 იანვარი 2021 01:09
    1
    ცუდია. მაგრამ მემფის დეპაი უფრო საჩქაროა
    Culé [?]
    #5 16 იანვარი 2021 00:59
    3
    მართალია ლაპორტა..❤❤
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    "ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    " ხარისხი შედეგის გარეშე უსარგებლოა. შედეგი ხარისხის გარეშე მოსაწყენი. "
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 16 იანვარი 2021 00:39
    3
    ასეთ პირობებში ტრანსფერი რთული იყო და გაზაფხულზე ლაპორტას მოსვლა უფრო მომდევნო სეზონისათვის მოამზადებს გუნდს, ყველა ფრონტზე რომ იბრძოლოს იმისთვის...
    მაინც ვფიქრობ, რომ ლა ლიგა დაკარგულია, სუპერთასი მოსაგები და ლიგაზე საბრძოლო
    ბაიერნი ისე დამაჯერებლად თითქოს ვეღარ გამოიყურება, თითქოს მაგ გუნდმა მაქისმუმი ერთ სეზონში დადო და ეხლა სტაბილურ, მაგრამ არაპიკურ შედეგბს დადებს, მანქანას რომ ჩვევია, დანარჩეები კი მაინცდამაინც არ ბრწყინავენ. ასე, რომ ბრძოლა ნებისმიერთან შეიძლება
    Culé [?]
    #3 16 იანვარი 2021 00:30
    3
    ლაპორტა 100%არ მგონია გარსია,არაუხოზე და მინგესაზე ძლიერია, ზაფხულში თუ მოვა უფასოდ ძალიან კარგი
    Culé [?]
    #2 16 იანვარი 2021 00:26
    4
    ძაან კარგი ეხლა ამაში 15 მილიონის გადახდას ისევ დეპაიში გადაიხადონ ეგ ფული ჯობია თან არაუხო მაგრად მოიხოდა უმტიტიც იძლევა იმედებს მინგესასაც არაუშავს პიკეც დაბრუნდება ნელნელა და ეს დაცვის პრობლემას მაინც ვერ მოხსნიდა ამიტომ უფასოდ მოვიდეს თუ მოვა ზაფხულში ჯობია
    Culé [?]
    #1 16 იანვარი 2021 00:26
    1
    რომ მოვიდეს ახლა რა აი რა გამოცდილია დაა ვან დაიკივით დააწყობს დაცვას. ასაკში და დაბერდება ზაფხულამდე, თუ სკამს უმტიტი ვერ ათბობს მარტო.