რივალდო: რონალდ კუმანის მიერ გაწეული სამუშაო დასაფასებელია

რივალდო: რონალდ კუმანის მიერ გაწეული სამუშაო დასაფასებელია

Betfair-ის ტრადიციულ რუბრიკაში რივალდომ "ბარსელონას" ბოლოდროინდელ პროგრესზე და ამ წარმატებაში მთავარი მწვრთნელის როლზე ისაუბრა, ბრაზილიელი ლეგენდა ასევე ტერ შტეგენის, დე იონგისა და დემბელეს მიმართ საქებარი სიტყვებითაც გამოირჩა:

"ჩემთვის ტერ შტეგენი საუკეთესო მეკარეა მათ შორის, ვინც "ბარსელონაში" მიხილავს. დიახ, ვიქტორ ვალდესზე უკეთესიც კი."

"ვაღიარებ, რომ დემბელე რამდენჯერმე გავაკრიტიკე, მაგრამ ასევე ხშირად მითქვამს, რომ ის დიდებული ფეხბურთელია და უფრო მეტი კონცენტრირება მართებს იმაზე, რაც მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. ფეხბურთსა და "ბარსელონაზე".

"დე იონგის ბოლო შეხვედრებიდან გამოჩნდა, რომ საჯარიმოსთან ახლო არეალში თამაში უკეთ გამოსდის და დაახლოებით ისეთივე როლს ასრულებს, როგორსაც მესი არგენტინის ნაკრებში. ეს რონალდ კუმანისთვის სასიხარულო ამბავი უნდა იყოს."

"ყოველთვის ვამბობდი, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელების განვითარებაში მთავარი ფაქტორი მათი მინიმალური წნეხის ქვეშ მოქცევაა და ვფიქრობ, რომ ამ კუთხით კუმანი ეფექტურად მუშაობს."

"მან ბავშვები სერჟიო ბუსკეტსის, ლიონელ მესისა და ჟორდი ალბას გვერდით გამოიყვანა. ამიტომ მისი მუშაობა ნამდვილად დასაფასებელია."

კუმანისმიერ ახალგაზრდების მიმართ ნდობა რიცხვებში რომ გამოვსახოთ, დავრწმუნდებით, რომ მცირეწლოვანი კატალონიელები ნაწილობრივ გუნდის ბირთვის განუყოფელ ნაწილადაც ტრანსფორმირდნენ.

  • პედრი (1,533 წთ; 24 მატჩი)
  • სერჟინო დესტი (1,468 წთ; 20 მატჩი)
  • რონალდ არაუხო (1,1013 წთ; 13 მატჩი)
  • ოსკარ მინგესა (905 წთ; 13 მატჩი)
  • რიკი პუჩი (124 წუთი; 7 მატჩი)

ახალგაზრდა ფეხბურთელების განაცხადსა და მოედანზე ხშირად წარმოჩენა მათ სატრანსფერო ფასზეც პირდაპირპროპორციულად აისახება. შესაბამისად, პედრის, პუჩისა და ფატის საბაზრო ღირებულებები განსაკუთრებით პროგრესირებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 11 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #11 16 იანვარი 2021 21:57
    0
    კუმანის დაფასებაზე სეზონის ბოლოს ვიფიქროთ, ჯერჯერობით კი მართლა დასაფასებელია ახალგაზრდები რომ გამოყავს ხშირად მოედანზე, ისეც დასაფასებელია რომ ბევრ მატჩში მართლა კარგი სანახაობა გვაჩვენა, მაგრამ ძლიერ გუნდებთან ვერცერთი მოვიგეთ, გუნდი მართლაც პროგრესირებს მაგრამ ეს პროგრესი სტაბილურად უნდა გაგრძელდეს რომ ლამაზ თამაშთან ერთად შედეგიც მივიღოთ
    Culé [?]
    #10 16 იანვარი 2021 14:58
    1
    C.PC5,
    თასი იწყება და იქ უნდა მოსინჯონ ტრინკაოები
    ჯერ კორნელიაა, მაგაზე უკეთეს სასპარინგოს სად იპოვი კაცი?!
    ირბინოს 12-13 კილომეტრი, კარშიც ურტყას და პასიც აკეთოს, არავინ დაზრახავს
    კორნელიას მერე ცოტა ძლიერი მეტოქე იქნება, მაგრამ იქაც უნდა დააყენოს ეგეთები, მაინც თასია
    Culé [?]
    #9 16 იანვარი 2021 01:22
    0
    ეს ძაან ბევრ ინტერვიუებს იძლევა ამ ბოლო დროს და რაშია საქმე. ისე ახალგაზრდებზე სწორი კი თქვა, პედრის უნდა მოუფრთხილდეს და ცოტა დაასვენოს ხოლმე. ტრინკაუ კიდე ძაან საცოდაობაა, მემგონია მაინც რომ ერთი გოლით გაიხსნება და სადმე მისცეს მაგასაც შანსი, რამდენჯერაც შემოვა მაგაზეა დაგეზრებული რომ როგორმე გაიტანოს
    Culé [?]
    #8 16 იანვარი 2021 00:16
    0
    ისა და ბორბას აქვს სამწვრთნელო ლიცენზია?!
    მოდი და ჩაიბარე მერე გუნდი, თუნდაც კუმანის შემდეგ... არ გინდა?! ოღონდაც ჯერ მეფეს შეუთანხმდი...
    გულშემატკივარი [?]
    #7 16 იანვარი 2021 00:14
    0
    100%

    პ.ს. პედრის გადაწვავს არა ის

    ტრინკაოს კიდევ 15 წუთიც თუ არ მისცა აბა რისთვის იყიდეს?:დ დაალპონ სკამზე?
    გულშემატკივარი [?]
    #6 15 იანვარი 2021 23:46
    0
    მე ვერაფერს ვატყობ გუნდს სასიკეთოს, რაც ლუჩო აღარაა იმის მერე ბარსა ჩვეულებრივი ლუზერი გუნდი გახდა საშინელი თამაშის სტილით, არადა ადრე ყველაზე ლამაზად ვთამაშობდით და ახლა ვერ გაიგებ ბარსაა თუ ტორინო
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 15 იანვარი 2021 22:55
    0
    ჯერ ადრეა დაფასებაზე ლაპარაკი
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #4 15 იანვარი 2021 22:54
    1
    მესი თუ არ იქნება ეს შემადგენლობა დაააყენოს. პედრი აღარ გამოიყვანოს თორე გულიდაარტყავს მაგ ბიჭს. არანაირი დემბელე სტადიონზე!!!!

    გრიზმანი-ბრეიტვეიტი
    რიკი პუჩი
    ფრენკი-ბუსკეცი-პიანიჩი
    ალბა-ლენგლე-არაუხო-დესტი
    ტერ შტეგენი
    წევრი [?]
    #3 15 იანვარი 2021 22:53
    1
    Მეც იმავეს ვფიქრობ თანაც კუმანის მჯერა 💙
    Culé [?]
    #2 15 იანვარი 2021 22:38
    1
    ამას, კაკას, დინიოსა და დანის ვცემ დიდ პატივს... რა ვუყოთ, რომ ბრაზილიელები არიან, ყველანაირად დონე ხალხია barca-2
    Culé [?]
    #1 15 იანვარი 2021 22:21
    1
    მართალია როვალდო❤❤
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"