ლეო მესის დაზიანება აღმოაჩნდა | AS
- 14-01-2021, 22:19
-
Tsitsi
- 19

Diario AS-ის ინფორმაციით, დღეს დილით კატალონიის "ბარსელონას" არგენტინელმა ლიდერმა, ლეო მესიმ ულტრაბგერითი გამოკვლევა ჩაიტარა.
როგორც ცნობილი ხდება, მას მარცხენა ფეხზე, ბარძაყის ორთავა კუნთის მიდამოში მცირე დაზიანება აღმოაჩნდა.
ჯერჯერობით კვლავ უცნობია, მიიღებს თუ არა ის კვირას, ესპანეთის სუპერ თასის ფინალში მონაწილეობას.მიუხედავად ამისა, ის სევილიაში გუნდთან ერთად გამგზავრებას მაინც აპირებს.
შეგახსენებთ, რომ ჩვენი ფინალური მეტოქის ვინაობა დღეს, "რეალსა" და "ბილბაოს" შორის გასამართი მატჩის შემდეგ გაირკვევა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 19 ]