საპრეზიდენტო კანდიდატებში ერიკ გარსიას ტრანსფერთან დაკავშირებით უთანხმოებაა

საპრეზიდენტო კანდიდატებში ერიკ გარსიას ტრანსფერთან დაკავშირებით უთანხმოებაა

მოგეხსენებათ, ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე კატალონიის "ბარსელონა" დაცვის ხაზის გალიერებას ცდილობს, მთავარი კანდიდატი კი ერიკ გარსიაა, რომლის სანაცვლოდაც "მანჩესტერ სიტი" 5 მილიონ ევროს ითხოვს.

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, "ბარსას" თავკაცი, რონალდ კუმანი ამ ტრანსფერს დაჟინებით ითხოვს, რასაც, თუ არჩევნები დათქმულ დროს არ ჩატარდა, პრეზიდენტობის კანდიდატთა თანხმობა დასჭირდება.

საქმე ისაა, რომ "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ამჟამინდელ, დროებით ხელმძღვანელობას, რომელსაც კარლეს ტუსკეტსი ხელმძღვანელობს, ტრანსფერების განხორციელების უფლება არ აქვს და ამისთვის თანხმობა სჭირდება.

რაც შეეხება არჩევნებს, იგი 24 იანვარსაა ჩანიშნული, თუმცა ესპანეთში არსებული პანდემიის მეორე ტალღის გამო, შესაძლოა, ის გადაიდოს.

პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი, ტონი ფრეიშა "ქალაქელებისთვის" გარსიას სანაცვლოდ ფულის გადახდას არ აპირებს, თუმცა მის გეგმებში რონალდ კუმანის წინააღმდეგ წასვლა არაა.

ვიქტორ ფონტი მოლაპარაკებების გამართვაზე თანახმაა და იმედოვნებს, რომ ამით ერიკს უფრო იაფად ჩაიგდებს ხელში, ხოლო ჟოან ლაპორტა ამ გარიგებას ეწინააღმდეგება, რადგან ფიქრობს, რომ კანდიდატებს ასეთი გადაწყვეტილებების მიღების უფლება არ აქვთ.

ასევე, ცნობილია, რომ კარლეს ტუსკეტსსა და პრეზიდენტობის სამ კანდიდატს შორის შეხვედრა ხვალ, თბილისის დროით 21:00 საათზე გაიმართება, სადაც სხვადასხვა საკითხი, მათ შორის გარსიასა და არჩევნების გადადების თემა განიხილება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 12 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #12 15 იანვარი 2021 10:54
    0
    ამაში 5 მილიონის გადახდას დეპაი მოიყვნონ ის ჯობია,კი მცველის პრობლემა გვაქვს გუნდში მაგრამ ეს გარსია დიდად ვერ მოაგვარებს ამ პრობლემას
    Culé [?]
    #11 14 იანვარი 2021 21:42
    0
    ხოდა ძაან კაი თუ ვერ შეთანხმდნენ. შეუთანხმებლად ვერ მოიყვანენ და იმ 5 მილიონსაც ვერ გადაყრიან. ეს ბიჭი რომ ვარგოდეს გვარდიოლა არ აითვალწუნებდა და კონტრაქტსაც ასე იოლად არ მიატოვებინებდნენ შუა გზაში.
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"
    ფანი [?]
    #10 14 იანვარი 2021 21:33
    0
    ციტატა: Don_Andresito
    ციტატა: B.A.r.c.A
    მე მგონია რო ამას გვარდიოლა სპეციალურად არ ათამაშებს სიტიმ ფასი როარ დაადოს სასწაული

    სულ კიდია გვარდიოლას ბარსელონა, პირიქით, არ ათამაშებს იმიტო რო იცის მიდის. კონტრაქტი არ გაახანგრძლივა და სჯის. ეგ ხო შეიხების გუნდების ხელწერაა. თორე გვარდიოლა ბარსელლნაზე რო ფიქრობდეს გამოუშვებდა წელსვე ვირზე რო შეჯდა და უარი თქვა გაყიდვაზე

    მაგდენი არ მიფიქრია ეგეც შეიძლება
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 14 იანვარი 2021 21:23
    1
    ლაპორტა როგორც წესი, ყველაზე დასტოინად გამოიყურება
    [?]
    #8 14 იანვარი 2021 20:28
    1
    ციტატა: B.A.r.c.A
    მე მგონია რო ამას გვარდიოლა სპეციალურად არ ათამაშებს სიტიმ ფასი როარ დაადოს სასწაული

    სულ კიდია გვარდიოლას ბარსელონა, პირიქით, არ ათამაშებს იმიტო რო იცის მიდის. კონტრაქტი არ გაახანგრძლივა და სჯის. ეგ ხო შეიხების გუნდების ხელწერაა. თორე გვარდიოლა ბარსელლნაზე რო ფიქრობდეს გამოუშვებდა წელსვე ვირზე რო შეჯდა და უარი თქვა გაყიდვაზე
    ფანი [?]
    #7 14 იანვარი 2021 20:02
    1
    ციტატა: ROUCH
    ლაპორტას არ უნდა და პირდაპირ არ ამობს, ძაან შენძრეული ტიპია. ან რაის გარსია მინგესამ ასე გააგრძელოს და ნაკრებშიც აღარ გამოიძახებს ლუჩო მაგას, სიტის ბოლო ალტერნატივა კაცმა უნდა გააძლიეროს ბარსას დაცვა, ეს კუმანიც კაი სიკოა რამ მოაწონა ამ ჩემისას ასე რო ჩაიწიკლა გარსია გარსიას ძახილით, თან ეგ მგონი მაშინ თქვა ჯერ არაუხო და მინგესა საქმეში ნანახი რო არ ყავდა, არამგონია ეხლაც უნდოდეს სკამის მხეხავი ძირითადისთვის


    გარსია რო იყიდონ 5 მილიონად მეორე დღესვე გაყიდიან მინიმუმ ათად ეს ისეთი ტრანსფერია რო ფულს უბრალოდ ვერ წააგებ განსხვავებით დემბუზას კუტუნიოს და კლიზმანის ტრანსფერებისგან. ასე იჯდა პიკე სკამზე მანჩესტერში და მერე რაც მოხდა ყველამ კარგად ვიცით არ ვამბობ რო გარსია ბარსას მომავალია მაგრამ 5 მილიონად ზეიკიძის კალბასს ვეღარ იყიდი ეხლა არათუ 19 წლის პერსპექტიულ მცველს
    ფანი [?]
    #6 14 იანვარი 2021 19:53
    0
    მე მგონია რო ამას გვარდიოლა სპეციალურად არ ათამაშებს სიტიმ ფასი როარ დაადოს სასწაული
    Culé [?]
    #5 14 იანვარი 2021 19:37
    0
    ტოდიბო არ გაეშვათ ამ უკუღმართი ბართოს.....
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    "ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    " ხარისხი შედეგის გარეშე უსარგებლოა. შედეგი ხარისხის გარეშე მოსაწყენი. "
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 14 იანვარი 2021 19:27
    3
    არ გვჭირდება ეს არა ეგ 5 ილიონი დეპაიში გადაიხადეთ
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 14 იანვარი 2021 19:20
    2
    ლაპორტას არ უნდა და პირდაპირ არ ამობს, ძაან შენძრეული ტიპია. ან რაის გარსია მინგესამ ასე გააგრძელოს და ნაკრებშიც აღარ გამოიძახებს ლუჩო მაგას, სიტის ბოლო ალტერნატივა კაცმა უნდა გააძლიეროს ბარსას დაცვა, ეს კუმანიც კაი სიკოა რამ მოაწონა ამ ჩემისას ასე რო ჩაიწიკლა გარსია გარსიას ძახილით, თან ეგ მგონი მაშინ თქვა ჯერ არაუხო და მინგესა საქმეში ნანახი რო არ ყავდა, არამგონია ეხლაც უნდოდეს სკამის მხეხავი ძირითადისთვის
    ფანი [?]
    #2 14 იანვარი 2021 19:14
    6
    ამას არ ჯობაი დეპაი ვიყიდოთ და ბრაითვეითი გავყიდოთ? თან ეს რომ ვიყიდოთ მინგესას და არაუხოს დრო მოაკლდებათ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 14 იანვარი 2021 19:12
    3
    არაუხო მინგესა უმტიტი ლენგლე + პიკეც გამოჯანმრთელდება გაზაფხულისთვის და არმგონია ზამთარშივე საწირო იყოს ამის დამატება თან მე პირადად ამას არაუხო დ ამინგესაც მირჩევნია ეს ჩემი აზრია..