ემილი რუსო: იყო ბრალდებები, რომელიც სიმართლეს არ შეესაბამება
- 14-01-2021, 18:40
-
AnriCule
- 7

როგორც უკვე იცით, ემილი რუსო პრეზიდენტობისთვის ბრძოლას გამოეთიშა. მან საარჩევნო საბჭოს კანდიდატობიდან მოხსნის დეკლარაცია წარუდგინა.
მიუხედავად იმისა, რომ რუსომ ხელმომწერების საჭირო რაოდენობა შეაგროვა, მის კანდიდატურას ტექნიკური მიზეზების გამო საფრთხე ემუქრებოდა, რადგან 500 ხელმოწერას საეჭვოდ თვლიდნენ.
დღეს რუსომ კანდიდატობიდან მოხსნის დეკლარაციის წარდგენის შემდეგ საკუთარ შტაბში პრესასთან კომენტარი გააკეთა:
ჩვენ ვერ შევეგუებით ბინძურ ომს, კანდიდატისთვის უპირველესი ღირსება უნდა იყოს. დარწმუნებული ვარ თანამშრომლებს, პატიოსან ხალხს ამ საქმესთან საერთო არაფერი აქვს. ჩვენ სასარგებლოდ კლუბის რთული მდგომარეომის შესამსუბუქებლად ვმუშაობდით, თუმცა იყო ბრალდებები, რომელიც სიმართლეს არ შეესაბამება.
-ციტირებს რუსოს სიტყვებს Mundo Deportivo
ასევე ცნობილი ხდება, რომ ემილი რუსო ტონი ფრეიშასთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა ძალების გაერთიანების თაობაზე, თუმცა ეს მოლაპარაკებები წარუმატებლად დასრულდა.
შეგახსენებთ, "ბარსელონას" პრეზიდენტობისთვის ბრძოლას 3 კანდიდატი აგრძელებს, ეს კანდიდატები არიან: ჟოან ლაპორტა, ტონი ფრეიშა და ვიქრორ ფონტი.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]