ლეო მესი ლეგენდარული აღნიშვნის გამო დააჯარიმეს

ლეო მესი ლეგენდარული აღნიშვნის გამო დააჯარიმეს

კატალონიის "ბარსელონას" არგენტინელი შემტევი, ლეო მესი სადისციპლინო კომიტეტმა 600 ევროთი დააჯარიმა.

ამის მიზეზი "ოსასუნას" წინააღმდეგ დაპირისპირებაში გატანილი გოლის, დიეგო მარადონას მაისურით აღნიშვნაა.

არგენტინელმა ფეხბურთელმა "ლურჯ-ბროწეულისფერთა" 10-ნომრიანი მაისური გაიხადა და დიეგოს "ნიუელსის" მაისური გამოაჩინა. შემდეგ კი, ახალგარდაცვლილისადმი პატივსაცემად, ხელები ზეცაში აღაპყრო.

ზემოხსენებულ მაისურს არგენტინული კლუბის ლოგო, ასევე სპონსორი კომპანიის სახელი ეწერა, რამაც  ლეოს პრობლემები შეუქმნა.

როგორც ესპანური გამოცემა Sport იუწყება, FIFA-ს წესები კრძალავს, რომ რომელიმე მოთამაშემ რაიმე ლოგოთი, სლოგანით, აკრონიმით ან ნახატით გაფორმებული მაისური გამოაჩინოს


  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 13 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ახალბედა [?]
    #13 14 იანვარი 2021 22:00
    0
    ნეტა ამათ რა მაგარი წესები აქვთ, ვერ გადაიხდის თუ რა :D
    ფანი [?]
    #12 14 იანვარი 2021 20:31
    0
    BEQA BARCA,
    "კრიმინალური დანაშაული" ჩაიდინა მესიმ და დაუსჯელი არ უნდა დარჩენილიყო.
    ფანი [?]
    #11 14 იანვარი 2021 20:27
    2
    ეს 600 ევრო მესისთვის არაფერია, მაგრამ ფიფას ამით სახელი შეერყევა, უნამუსოები არიან მართლა, ფეხბურთის ერთ ერთი უდიდესი შემოქმედი გოლს უძღვნის ასევე უდიდეს შემოქმედს რომელიც სამწუხაროდ გარდაიცვალა და ესენი ვინ არიან ეს უნამუსოები, არც პატივისცემა იციან და არც არაფერი😡
    Culé [?]
    #10 14 იანვარი 2021 20:16
    0
    Nini,
    არასწორები არიან რამე არ ეშველებათ😀
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    წევრი [?]
    #9 14 იანვარი 2021 18:45
    5
    ამ დონეზე გაუჭირდთ ფულზე.რომ 600 ევროთი დააჯარიმენ მესი?დაახვიონ კარგად ეგ 600 ევრო და გაირჭონ უკან.ამითი უბრალოდ უპატივისმცემლობაა ჯერ მესის.და მერე მარადონასი.
    ფანი [?]
    #8 14 იანვარი 2021 17:58
    0
    BEQA BARCA,
    და ფეხბურთის წესების წინ დაყენება ადამიანის ხსოვნაზე,ფიფას წესების.
    Culé [?]
    #7 14 იანვარი 2021 17:44
    3
    ეს ასე არ უნდა მომხდარიყო 600 ევრო არაფერია მარა პატივისცემა 0.
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    Culé [?]
    #6 14 იანვარი 2021 17:19
    2
    უპატივცემულობაა რაა. რადააშავა ეხლამაგით
    Culé [?]
    #5 14 იანვარი 2021 16:52
    2
    ზემოხსენებულ მაისურს არგენტინული კლუბის ლოგო, ასევე სპონსორი კომპანიის სახელი ეწერა, რამაც ლეოს პრობლემები შეუქმნა.
    როგორც ესპანური გამოცემა Sport იუწყება, FIFA-ს წესები კრძალავს, რომ რომელიმე მოთამაშემ რაიმე ლოგოთი, სლოგანით, აკრონიმით ან ნახატით გაფორმებული მაისური გამოაჩინოს.
    ხოდა ეხლა იმ კლუბმაც და სპონსორმაც( YAMAHA-მ) გადაუხადონ ლეოს ეგ ფული, რეკლამა ფასიანია!
    ფანი [?]
    #4 14 იანვარი 2021 16:41
    4
    M10 S9 D11,
    გამოდის რომ ადამიანის ხსოვნაზე მეტად ფეხბურთის წესები უფრო მნიშვნელოვანია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 14 იანვარი 2021 16:39
    5
    600 ევრო 5 თეთრია ამისთვის პროსტა უპატივცემულობაა მესის ამის გამო დაჯარიმება და მეტი არაფერი
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    ფანი [?]
    #2 14 იანვარი 2021 16:32
    3
    ეს ჯარიმა არაფერი ლეოსთვის მაგრამ ადამიანისადმი და მისი ხსოვნისადმი პატივის მიგება დანაშაულია ასე გამოდის და ამისთვის ჯარიმა უნდა დაკისრებოდა?გამოდის რომ ფეხბურთის წესები უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ადამიანის ხსოვნის პატივისცემა.
    ფანი [?]
    #1 14 იანვარი 2021 16:28
    5
    წინასწარ რომ შეათანხმონ ხოლმე ფეხბურთელებმა ასეთი რამ არ შეიძლება? რა უნამუსობაა ასეთი ჯარიმის დაკისრება🤬 უბრალოდ პატივი მიაგო რაის ლოგო და რაის კომპანია😡😠 ან ლაოსი რომ ბედნიერი სახით იღებდა ყვითელს ან ეგ რა ნამუსია. ჩავა**ვი მააეთ წესებში, ფეხბურთი მარტო ბურთი და 22 კაცი არაა, პატივისცემის გამოხატვას რატო უდგებიან წინ 😡