ოფიციალურად: ემილი რუსო "ბარსელონას" საპრეზიდენტო კანდიდატი აღარაა

ოფიციალურად: ემილი რუსო "ბარსელონას" საპრეზიდენტო კანდიდატი აღარაა

ახლახანს ოფიციალურად ცნობილი გახდა, რომ ემილი რუსო "ბარსელონას" პრეზიდენტობისთვის ბრძოლას გამოეთიშა. იგი არჩევნებში კანდიდატად არ დარეგისტრირდება.

ემილი რუსომ საარჩევნო საბჭოს კანდიდატობიდან მოხსნის დეკლარაცია წარუდგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ეტაპზე პრეზიდენტობისთვის ბრძოლას მხოლოდ 3 კანდიდატი აგრძელებს. ესენი არიან: ჟოან ლაპორტა, ვიქტორ ფონტი და ტონი ფრეიშა.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, ემილი რუსოს მიერ შეგროვებული ხელმოწერებიდან დაახლოებით 500 ხელმოწერა საეჭვო იყო.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 10 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #10 14 იანვარი 2021 21:00
    0
    მიხვდა, რომ ვერ მოიგებდა და მოხსნა კანდიდატურა, მაგრამ მანამდე რატომ ვერ მიხვდა, როცა ხელმოწერებს აგროვებდა? მე მგონი გაყალბების სუნი ასდიოდა და არ გარისკა.
    Culé [?]
    #9 14 იანვარი 2021 17:38
    1
    ბოლოს მარტო ლაპორტა არ დარჩეს😂😅😅
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    "ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    " ხარისხი შედეგის გარეშე უსარგებლოა. შედეგი ხარისხის გარეშე მოსაწყენი. "
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 14 იანვარი 2021 16:36
    0
    კარგია კარგია ფრეიშაც ჩამოშორდება მალე და დარჩებიან ლაპორტა და ფონტი
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #7 14 იანვარი 2021 16:12
    0
    ვითომ პატიოსანი კანდიდატურა მოხსნა,სახელი გაუტყდა და იფიქრა ამით მაინც გამოვასწორებ ჩემს საქციელსო.ფონტმაც გამოავლინა თავისი გამოსვლით არჩევნები გადაიდოსო ნამდვილი სახე რომ ვითომ გუნდის ინტერესებს იცავს და სინამდვილეში პრეზიდენტის სკამისთვის იბრძვის,თანაც იცის რომ წაგებული აქვს ჯერ მარტო ხელმოწერების რაოდენობით ლაპორტასთან და ლაპორტას უპირატესობას ვერ ინელებს ამიტომაც მოითხოვა ლაპორტას ხელმოწერების შემოწმება.
    Culé [?]
    #6 14 იანვარი 2021 16:00
    0
    ითაღლითა და მიხვდა გამომიჭერენო, მერე ვითომ ადგა და პატიოსნად მოხსნა კანდიდატურა.
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 14 იანვარი 2021 15:38
    0
    ციტატა: antonio
    თაღლითობაზე არაფერი?

    და რა იცი, რომ თაღლითობა არის?
    --------------------
    GRACIES JOHAN...
    გულშემატკივარი [?]
    #4 14 იანვარი 2021 15:31
    0
    Დიდი შანსები არც ჰქონდა, სავარაუდოდ ლაპორტა გაიმარჯვებს, ძალიან საინტერესოდ წარმოგვიდგინა თავი. Ხოლო ემილი რუსომ დიდად ვერაფრით დაგვამახსოვრა თავი
    ფანი [?]
    #3 14 იანვარი 2021 15:26
    0
    ბიჭო ეს კორონა იქნებ რამდენი ხანი იყოს და ხალხი წესების დაცვით მაინც რო დაუშვან ნელ-ნელა რატო არ ფიქრობენ მაგაზე? სადამდე იქნება ყველაფერი ჩაკეტილი, სახლში ჯდომა და ყველა სფეროს გაჩერება არანაკლებ ცუდ შედეგს მოიტანს და ამიტო რამე ქნან. ვაქცინაცია არ დაიწყეს ჯერ ქვეყნებმა?
    ფანი [?]
    #2 14 იანვარი 2021 15:18
    0
    მაინც სულ ტყუილად იღებდა მონაწილეობას, ფონტია ერთადერთი კონკურენტი ლაპორტასი მაგრამ მაგასაც არ აქვს შანსი ლაპორტასთან
    ფანი [?]
    #1 14 იანვარი 2021 15:13
    0
    თაღლითობაზე არაფერი?