ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 14 იანვარი

ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 14 იანვარი

წარმოგიდგენთ რუბრიკას "ერთი დღე "ბარსელონას" ისტორიაში. ამჯერად შემოგთავაზებთ "ბარსელონასთან "დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 14 იანვარს მოხდა.

თამაშები

14 იანვარს "ბარსელონამ" 13 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 7 მოიგეს, 1 ფრედ დაასრულეს და 5 წააგეს.

1912 წელი

1911 წლის წაგებით დასრულების შემდეგ 1912 წლის პირველივე ოფიციალურ შეხვედრაში "ბარსელონამ" "ნუმანსია" 12-0 გაანადგურა.     ეს კატალონიის ჩემპიონატზე მოხდა. გოლები სტაუბმა (5), ამერჩასურამ (2), როდრიგესმა (4) და ფორნსმა გაიტანეს.

1940 წელი

ლა ლიგის ეგიდით "სან მამესზე" გამართულ შეხვედრაში "ბარსელონა" "ბილბაოსთან" ანგარიშთ 5-7 დამარცხდა. სტუმართა მხრიდან გოლები პასკუალმა (3), როკასოლანომ და როსალენჩმა გაიტანეს.

1945 წელი

"ბასელონა" ლა ლიგის გასვლით მატჩში "ოვიედოსთან" 0-6 განადგურდა.

1951 წელი

"ბარსელონამ" "რეალთან" 1-4 წააგო. კატალონიელთა მხრიდან ერთადერთი გოლი კანალმა გაიტანა.

1979 წელი

"ბარსელონამ" ლა ლიგის საშინაო შეხვედრაში "რაიო ვალიეკანო" 9-0 გაანადგურა. გოლები კრანკლმა (5), ნეესკენსმა (2), ასენსიმ და კარასკომ გაიტანეს.

1982 წელი

დაიბადა "ბარსელონას" ლეგენდარული მეკარე ვიქტორ ვალდესი. კატალონიური გუნდის მაისურით, 2002-2014 წლებში, მან 536 შეხვედრა ჩაატარა (441 გაშვებული გოლი, 239 მშრალი თამაში) და 21 ტიტული მოიგო.

1996 წელი

"დეპორტივოსთან" 1-1 დასრულებული შეხვედრა "ბარსელონისთვის" ლა ლიგაში მე-400 ფრე იყო.

2004 წელი

ანდრეს ინიესტამ "ბარსელონას" მაისურით სადებიუტო გოლი გაიტანა. ეს ესპანეთის თასზე "ლევანტესთნ" 3-1 მოგებულ შეხვედრაში მოხდა.

2017 წელი

"ბარსელონამ" "კამპ ნოუზე" "ლას პალმასი" 5-0 გაანადგურა. გოლები ლუის სუარესმა (2), ლიონელ მესი, არდა თურანმა და ალეიშ ვიდალმა გაიტანეს.

2018 წელი

"ბარსელონამ" "რეალ სოსიედადი" სტუმრად 10 წლიანი პაუზის შემდეგ პირველად დაამარცხა (4-2).

2018 წელი

16 წლის, 5 თვისა და 2 დღის ასაკში კლაუდია პინა (სურათზე) "ბარსელონას" ქალთა გუნდის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა. მან "სარაგოსასთან" მოგებულ შეხვედრაში (2-0) ითამაშა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #5 14 იანვარი 2021 17:32
    0
    ეს ფაქტებო ყოველდღიური კარგია და ვიგებთ ისტორიას..
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    Culé [?]
    #4 14 იანვარი 2021 17:10
    0
    საინტერესოაა 💜💜
    ფანი [?]
    #3 14 იანვარი 2021 15:08
    0
    საინტერესო ფაქტები, ვალდესი მართლაც მაგარი კიპერი იყო მაგრამ შტეგენი რაღაც სხვა სამყაროდანაა, საოცარი გოლკიპერი, კიდევ კარგი ეს კაცი გვყავს კარში თორე გუშინ მაგალითად ძირითად დროშივე გამოვარდებოდით
    Culé [?]
    #2 14 იანვარი 2021 14:43
    0
    აი სოსიედადს 2018 წლამდე ათი წლით რატო ვერ ვუგებდით გასვლაზე?! ძაან საინტერესოა.
    ციტატა: ROUCH
    არდა სად გაეძრო ეგ ოხერი, ისე ვალდესი რო არ წასულიყო შეიძლება ეხლა ეს ნადირი მეკარე არ გვყოლოდა

    მაგ მახარებს მეც. ზოგადად არ მახსენდება მეკარე რომელსაც გუნდის თრევა შეეძლო და ტერშტეგენი არის უნიკალური შემთხვევა, გლადბახშიც რეებს ჩადიოდა❤️
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 14 იანვარი 2021 14:16
    0
    არდა სად გაეძრო ეგ ოხერი, ისე ვალდესი რო არ წასულიყო შეიძლება ეხლა ეს ნადირი მეკარე არ გვყოლოდა