"არსენალს" ნეტუს შეძენა სურს

"არსენალს" ნეტუს შეძენა სურს

ლონდონის "არსენალი" "ბარსელონას" ბრაზილიელი მეკარით, ნეტუთი სერიოზულადაა დაინტერესებული. ამ ინფორმაციას Sky Sports ავრცელებს.

ბრიტანული წყაროს ცნობით, გასულ ზაფხულში "მეთოფეთა" მთავარი მწვრთნელი მიკელ არტეტა ნეტუთი პირადად იყო დაინტერესებული. ლონდონელებს, ამჟამად, კიდევ ერთი მეკარის დამატება სურთ და მზად არიან ბრაზილიელი ფეხბურთელი, ზაფხულში სრულად გამოსყიდვის შესაძლებლობით, მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით აიყვანონ.

გავრცელებული ინფორმაციით, "ბლაუგრანა" გასულ წელს ნეტუს სანაცვლოდ 21 მილიონ ევროს ითხოვდა. როგორც წყარო მიიჩნევს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ 31 წლის კარის დარაჯი მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში "არსენალს" შეუერთდეს.

ნეტუმ მიმდინარე სეზონში 9 მატჩი ჩაატარა და 7 გოლი გაუშვა. ბრაზილიელმა კარის მშრალად შენახვა 4-ჯერ მოახერხა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 10 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #10 14 იანვარი 2021 17:31
    0
    ინიაკი პენია დააყენოს და ეს გავუშვათ ცოდვაა აქ სკამზე ჯდომით.
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    "ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    " ხარისხი შედეგის გარეშე უსარგებლოა. შედეგი ხარისხის გარეშე მოსაწყენი. "
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 14 იანვარი 2021 16:28
    2
    ეს სულ აღარ მახსოვდა რო გუნდში გვყავდა კოპაზდ მაინც ათამაშოს თორე ცოდოა
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    ფანი [?]
    #8 14 იანვარი 2021 15:04
    1
    ბარსა ბ მეკარე, ძალიან დიდი იმედები მყარდება როგორც ვიცი მასზე და მგონი ცუდი არ იქნებაMagician,
    Culé [?]
    #7 14 იანვარი 2021 14:37
    1
    კაი მეკარეა ნეტუ, ძაან კაიც შეიძლება. კაი ფულს თუ აიღებენ კაი წავიდეს მაგრამ კაპიკებში გასაშვები კაცი ნაღდად არაა❤️
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 14 იანვარი 2021 13:57
    2
    მე ის მიკვირს, რომ არსენალს მეკარე ცუდი არ ყავს, ბერნდ ლენო საკმაოდ კლასნია და თუ ძირითადის მეკარე არ ხარ, რომელი ჯობია?
    შტეგენის დუბლიორი იყო ბარსელობაში თუ ლენოს დუბლიორი არსენალში?!
    მე პირველს ავირჩვედი
    ფანი [?]
    #5 14 იანვარი 2021 13:47
    0
    ერთი 20 მილიონაად არ იქნება ცუდი რო გაუშვაან არაფერი გასაგიჟებელჯ არააქ ამ ბიჭს რო გენანებოდეს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 14 იანვარი 2021 13:22
    0
    ციტატა: ბასქუ10
    ძალიან კარგი მეკარეა და მეცოდება ტერ შტეგენთან რომ უწევს კონკურენცია, შტეგენს რაც არ უნდა მოინდომოს ვერ აჯობებს და სკამზე ტყუილად ლპება, ასე იყო სილესენის შემთხვევაშიც, ჯობია წავიდეს და თავის კარიერას მიხედოს

    და სათადარიგო მეკარედ ვინ გვრჩება?
    --------------------
    GRACIES JOHAN...
    Culé [?]
    #3 14 იანვარი 2021 12:56
    0
    ტერ შტეგენის ფონზე მართლა დაიჩაგრება, მაგრამ რომ წავიდეს სათადარიგო მეკარე ხომ გვჭირდება და ამ კრიზისის დროს კიდევ ახალი მეკარის ტრანსფერზე ფიქრი სხვა გუნდიდან ჩემი აზრით არარეალურია, სავარაუდოდ თუ წავიდა ნეტუ ბარსა ბ დან მოხდება მეკარის დაწინაურება.
    გულშემატკივარი [?]
    #2 14 იანვარი 2021 12:41
    5
    ისე ბარსაში სათადარიგოზე რომ ასეთი მეკარე გვყავს ძალიან კარგია მაგრამ თავისთვის ჯობია წავოდეს
    --------------------
    Always basca
    ფანი [?]
    #1 14 იანვარი 2021 12:11
    6
    ძალიან კარგი მეკარეა და მეცოდება ტერ შტეგენთან რომ უწევს კონკურენცია, შტეგენს რაც არ უნდა მოინდომოს ვერ აჯობებს და სკამზე ტყუილად ლპება, ასე იყო სილესენის შემთხვევაშიც, ჯობია წავიდეს და თავის კარიერას მიხედოს