სენსაცია ქალთა ფეხბურთში - "ბარსა" ფინალს მიღმა დარჩა

სენსაცია ქალთა ფეხბურთში - "ბარსა" ფინალს მიღმა დარჩა

13 იანვარს "ბარსელონას" ესპანეთის სუპერ თასზე 2 თამაში ელოდა - კაცებში "სოსიედადთან" და ქალებში "ატლეტიკოსთან".

მიუხედავად იმისა, რომ ქალების "ატლეტიკო" ესპანეთის მასშტაბით ძალიან ძლიერი გუნდია, კაცების "სოსიედადი" კი ბოლო დროს ძალიან ცუდად გამოიყურება, მოგებას უპირველსად მაინც "ბარსას" ქალების გუნდისგან ველოდით. რატომ? იმიტომ, რომ კატალონიელებს ესპანეთის მასშტაბით უკონკურენტო გუნდი ჰყავთ. ყოველ შემთხვევაში, რამდენიმე საათის წინ ასე გვეგონა.

ლა ლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებულ 13 თამაშში 13 მოგება, გატანილი უამრავი და გაშვებული მხოლოდ 3 გოლი. ასეთი იყო "ბარსელონას" ქალთა გუნდის მონაგარი მიმდინარე სეზონში.

"ბარსა" "ატლეტიკოსთანაც" ფავორიტად მიიჩნეოდა. კატალონიელები მთელი თამაშის განმავლობაში დიდ უპირატესობას ფლობდნენ და ქალთა ფეხბურთში ვიდეორეფერი რომ იყოს დანერგილი, ძირთად დროშივე ადვილად მოიგებდნენ, მაგრამ 90 წუთში 1-1 დაფიქსირების შემდეგ საჭირო ჯერ დამატებითი ტაიმები, შემდეგ კი პენალტების სერია გახდა საჭირო.

თერთმეტმეტრიანებში მოვლენები ისე განვითარდა, როგორც მამაკაცთა ფეხბურთში, "ბარსელონასა" და "სოსიედადის" შეხვედრაში, ოღონდ პირიქით - პირველი 3 დარტყმა "ბლაუგრანამ" გააფუჭა და საბოლოოდ 1-3 დამარცხდა.

ეს ქალთა ფეხბურთში ესპანეთის სუპერ თასის მე-2 გათამაშებაა. შარშან "ბარსა" ნახევარფინალში ასევე "ატელტიკოს" შეხვდა და ასევე დაძაბულ ბრძოლაში 3-2 იმარჯვა, ფინალში კი "სოსიედადი" 10-1 გაანადგურა. მადრიდული ბარიერის დაძლევის შემთხვევაში "ბლაუგრანას" ფინალში მოგება ახლაც თითქმის განაღდებული ჰქონდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 15 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #15 14 იანვარი 2021 11:55
    0
    ციტატა: levanoza
    ციტატა: Clever liar
    ვუყურე ერთ ტაიმს და იმენა რაგბი ითამაშა ატლეტიკომ დაცვაში.. პუტელიას ვერავინ აუწყო შეტევაში და თვითონაც ვერ დააგვირგვინა რამოდენიმეჯერ თორე როგორც რონალდინიო და ბრეითვეიგის თამაში განსხვავებდა ისეა ზუსტად მისი და დემბელესიც. ძალიან ჭკვიანი მოთამაშეა პუტი :)))

    სად უურე? გაგვაგებინე ჩვენც თუ შეიძლება. მადლობა წინასწარ!

    .ეც მაინტერესებს, სულ მინდა ხოლმე ყურება..
    ფანი [?]
    #14 14 იანვარი 2021 11:46
    1
    ციტატა: Clever liar
    ვუყურე ერთ ტაიმს და იმენა რაგბი ითამაშა ატლეტიკომ დაცვაში.. პუტელიას ვერავინ აუწყო შეტევაში და თვითონაც ვერ დააგვირგვინა რამოდენიმეჯერ თორე როგორც რონალდინიო და ბრეითვეიგის თამაში განსხვავებდა ისეა ზუსტად მისი და დემბელესიც. ძალიან ჭკვიანი მოთამაშეა პუტი :)))

    სად უურე? გაგვაგებინე ჩვენც თუ შეიძლება. მადლობა წინასწარ!
    Culé [?]
    #13 14 იანვარი 2021 11:22
    2
    კაი სეზონი აქვთ. იმედია სხვა ტიტულებს მოიგებენ
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    ფანი [?]
    #12 14 იანვარი 2021 10:23
    3
    ისე კუმანი ნახირით მაინც დებს შედეგს სეტიენი წააგებდა ამ თამაშს ხომ ვიცი:დ:დ ნუ ვალოდიასაც შესაძლოა წაეგო..
    აი იმბიციელები რომ თამაშობენ შეტევაში რაუნდა ჰქნას კუმანმა??
    დემბელე დებილის გაზრდილია და იმიტომ დარჩა 2 ოროსანი შლანგი..
    გრიზმანი მართლა ლუზერია
    ბრაითვაიტი ხეტაფეს დონის ფორვარდია და სანამდე ქაჩავს იქამდე იწელება.
    კოუტინიო ხო ვერადავერ მოერგო ბარსელონას და ჯობია 60 მილიონად მაინც გაუშვან + გრიზმანი სანამ ფასი აქვს 60 მინიმუმ
    ტრინკაოა და ჯერ ვერ გაუგია სადაა რაღაცას ფაფხურობს და არვიცი ასე თუ იღლე<<ცენზურის დარღვევა>>ავა გაუშვებენ ან იჯარით ან საერთოდ
    პიანიჩი არ ვიცი ბოსნიელს რასჭირს ხანდახან კაია ხანდახან პროსტა არის ცენტრში და ბურთს აკონტროლებს მეტი მოეთხოვება მისნაირი კალიბრის იგროკს
    ბუსკეცი ცარიელი სიკლასეა მარტო ვერ მოთხოვ რომ ცხენი იყავიო არასდროს ყოფილა და ამიტომ
    ლენგლე ჩვარი გახდა 1 სეზონი იყო მარტო რომელიც კარგად ითამაშა..
    10 იანებს ვისაც დავუწერდი ესენია ბარსას შემდეგი მოთამაშეები..:
    1) ტერ შტეგენი👌 უდაოდ ლიდერული ხასიათის მქონე უმაგრესი კიპერი
    2) არაუხო მომავლის იმედი და კედელი დაცვის ბურჯი
    3) ალბა მაინც ალბაა რაც გვყავს მასზე უკეთესი არავინაა ამ ბარსაში მის კონკურენტად ის 17 წლის ბიჭი უნდა დააწინაურონ და ფირპო გაუშვან
    4) ნუ დესტის იმედი მაინც მაქვს მაგრამ თუ ჩაგდეგები დაიწყო მაგასაც არააყენევს რობერტო
    5) მინგესაც იმედიც არის მე პირადად ლენგლეზე მეტად მინდა რომ იყოს ხოლმე
    6) ფრენკ დე იონგი ბარსელონას ცენტრის ბურჯი
    7) პედრი პროსტა მოვლენა და საოცრება
    8) პუჩიც არანაკლებია პროსტა მეტი შრომა და მაგარი მონდომება უნდა და კი შეკრავს ტრიოს ცენტრში თუ მიაღწია იმ დონეს პედრი ფრენკი პუჩი
    9) ანსუმანე ფატი 18 წლის ბიჭი ბარსას ლიდერად მოევლინა სანამ ტრამვას მიიღებდა რეკორდებს ხსნიდა თინეიჯერულს და ასევე ლუჩოს ფავორიტი ბიჭია ნაკრებშიც.
    10) და ბოლოს ლეო მესი სათქმელი არაფერი მაქვს უსიტყვოდ 10 იანი
    ფანი [?]
    #11 14 იანვარი 2021 10:22
    4
    სამწუხაროა, არადა მაგარ სეზონს ატარებდნენ
    ფანი [?]
    #10 14 იანვარი 2021 10:10
    3
    ფაიკიდეთ გოგოებო, ესპანეთის სუპერთასი დიდი ვერაფერი ტიტულია, კაცებისთვის კი არის ახლა ჩემპიონთა ლიგასავით მაგრამ თქვენ ნამდვილ ლიგაზე გაიწიეთ.რატო არაა რეფერი ისე ქალთა ფეხბურთში რა დააშავე!🤬
    Culé [?]
    #9 14 იანვარი 2021 03:45
    2
    სადღაც ხოუნდა წაეგოთ მაგრამ რაღა აქ წააგეს
    Culé [?]
    #8 14 იანვარი 2021 03:44
    1
    ამ ორ გუნდს რატომ აწყვილებენ ერთად და იქეთ ორი ბანძიდან ერთი გადის უპრობლემოდ. არ ჯობია ფინალი ითამაშონ ამათმა?
    ფანი [?]
    #7 14 იანვარი 2021 03:42
    1
    ვუყურე ერთ ტაიმს და იმენა რაგბი ითამაშა ატლეტიკომ დაცვაში.. პუტელიას ვერავინ აუწყო შეტევაში და თვითონაც ვერ დააგვირგვინა რამოდენიმეჯერ თორე როგორც რონალდინიო და ბრეითვეიგის თამაში განსხვავებდა ისეა ზუსტად მისი და დემბელესიც. ძალიან ჭკვიანი მოთამაშეა პუტი :)))
    ფანი [?]
    #6 14 იანვარი 2021 03:40
    1
    ციტატა: ROUCH
    ციტატა: CHEPE
    ლიკე მარტინესი არიყო დღეს... არადა მინდოდა მენახა როგორ თამაშობდა მესის რომ ადარებენ ქალთა დედოფლად წოდებულს😃😃😃

    ვა რაშია საქმე არც მესი არც ის

    ჰო არ ვიცი განაცხადში არიყო საერთოდ რომ ვნახე და ინფორმაციას ვერსად ნახავ კაცი ქალთა ფეხბურთზე ზოგადად თუ სადმე ესპანურ ენაზე არეწერება
    Culé [?]
    #5 14 იანვარი 2021 03:37
    2
    ციტატა: CHEPE
    ლიკე მარტინესი არიყო დღეს... არადა მინდოდა მენახა როგორ თამაშობდა მესის რომ ადარებენ ქალთა დედოფლად წოდებულს😃😃😃

    ვა რაშია საქმე არც მესი არც ის
    ფანი [?]
    #4 14 იანვარი 2021 03:36
    4
    ლიკე მარტენსი არიყო დღეს... არადა მინდოდა მენახა როგორ თამაშობდა მესის რომ ადარებენ ქალთა ფეხბურთის დედოფლად წოდებულს😃😃😃
    Culé [?]
    #3 14 იანვარი 2021 03:35
    8
    წადი გოგონი დაიძინე ცოდო ხარ, ახლა ხვალე დადე სიახლეები
    ფანი [?]
    #2 14 იანვარი 2021 03:34
    4
    ესეც კაი პრიკოლი იყო:დ:დ როგორც კაცების პენლების სერიაში ისე მოხდა იქაც:დ უამრავი პენალი გაფუჭდა:დ:დ მაგრამ ძაღლი ატლეტიკო მაინც გავიდა..
    ისე თამაშ ვუყურე და ქალები თუ ასე ტიკიტაკას თამაშობდნენ არ მეგონა ნაღდად:დ:დ თან ბურთის დაკარგვა და წამებში უკან იბრუნებდა პროსტა ატლემ პენლიდან გაუტანა პირველი გოლი და მერე 90 გაათანაბრეს მანამდეც შეეძლოთ მაგრამ ფაქტია ვერ იყვნენ მოწოდების სიმაღლეზე
    ფანი [?]
    #1 14 იანვარი 2021 03:33
    2
    ეხ პუტელიას დდ