დე იონგის გამორჩეული სტატისტიკა
- 14-01-2021, 01:14
-
Tsitsi
- 7

"სოსიედადთან" დაპირისპირებაში, პირველი ტაიამის ერთადერთი გოლის ავტორი ფრენკი დე იონგი გახდა.
ნიდერლანდელ ნახევარმცველს 2021 წელს 2 გოლი დაუგროვდა, რაც გასულ წელს მის მიერ გატანილი გოლების რაოდენობას უკვე უდრის.
სტატისტიკური პლატფორმა Opta-ს ცნობით, ფრენკიმ "ბლაუგრანას" რიგებში, რონალდ კუმანის მეთაურობის ქვეშ 24 შეხვედრა ჩაატარა და თავი ჯამში, 3 გოლით გამოიჩინა.
საინტერესოა, რომ დე იონგმა ვალვერდეს ხანაში მხოლოდ 1 გოლი გაიტანა (26 მატჩში) და ამდენივე მიითვალა კიკე სეტიენის დროსაც (16 მატჩში).
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]